- წლების განმავლობაში გვესმოდა, რომ შსს-სა და ფედერაციას შორის მემორანდუმი იყო გაფორმებული. სინამდვილეში არანაირი მემორანდუმი არ ყოფილა! სფფ-ში შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად ამ მიმართულებით იმუშავებს, ყველა ინფორმაციაზე მოახდენს რეაგირებას და პრევენციულ ზომებსაც მიიღებს. აქამდე არავინ რომ არ ისჯებოდა, ასე აღარ იქნება! ოღონდ სტადიონზე მოდი და რაც გინდა, აკეთეო - ასეთი მიდგომაც არასწორად მიმაჩნია. გვეუბნებიან - სტადიონზე სულ ოციოდე
- ვალების გარდა, რა დაგიტოვათ თქვენმა წინამორბედმა?
- თავს რომ იწონებდნენ, თანამედროვე აკადემია ავაშენეთო, უნდა ნახოთ, როგორ გაუსაძლის პირობებში უწევდათ ბავშვებს ყოფნა! დაგვხვდა ბევრი ისეთი ვალიც, ვერც დავადგინეთ, რისთვის და რატომ, მაგრამ ჩვენი გადასახდელია. რუსთავის აკადემიის ასაშენებლად უეფამ კონკრეტული თანხა გამოჰყო, არადა, დაიგეგმა გაცილებით დიდი აკადემია, რისი ფულიც არ ჰქონდათ. თუმცა, შუა გზაზე ვერ მივატოვებთ და აუცილებლად დავასრულებთ.
იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია
ავტორი: რატი შელეგია
წყარო: kvirispalitra.ge