ეს ნაცნობი სცენარია, რაც, მაგალითად, მე-12 საჯარო სკოლაში მოხდა. წლების წინათ, იქ საკმაოდ დიდი არასტანდარტული სტადიონი (80X40) ბავშვებმა თავად მოაწესრიგეს, მერე ტრაქტორებით გაასწორებინეს და მშვენიერი სათამაშო მოედანიც დარჩათ...
მაგრამ... წავიდნენ არდადეგებზე და იანვრის ბოლოს ბავშვებს მოედანი განახევრებული დახვდათ - ერთ ნაწილზე სახლის მშენებლობა დაეწყოთ...
შეგახსენებთ, რომ
პირადად გუბაზ დოლიძის მიერ აღზრდილი 18 ფეხბურთელი ახლა უმაღლეს ლიგაში თამაშობს, ბევრი მათგანი ასაკობრივ ნაკრებშია.
"ესტონურმა სამშენებლო კომპანიამ ეს ტერიტორია წლების წინათ შეისყიდა. მისმა წარმომადგენლებმა მოგვცეს პირობა, რომ აქ მდებარე სტადიონებს ორი წლის განმავლობაში არ შეეხებოდნენ...
სხვათა შორის, მშენებლები მზად იყვნენ, ტერიტორიაზე მოლაპარაკება დაეწყოთ და ამის თაობაზე ფედერაციის ძველ პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ელაპარაკნენ კიდეც. მაგრამ ესტონური კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ძველმა ხელმძღვანელობამ არანაირი ზომა არ მიიღო. ახლაც არავინ მიდის.
შევიტყვეთ, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, "ოლიმპის" დემონტაჟი დაიწყონ, მის ადგილას გზამ გაიაროს და კორპუსები აშენდეს. ეს უნდა იცოდეს გულშემატკივარმა, მთავრობამ, ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელებმა...
სხვათა შორის, ეს ამბავი სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს რომ ვუთხარი, გულთან ახლოს მიიტანა. მაგრამ სანამ რამეს მოვიმოქმედებთ, ამასობაში მოედნები დაინგრევა. ვიცით, რომ მშენებლობის წამოწყებას საახალწლო არდადეგებისას აპირებენ", - ამბობს დოლიძე.
ცნობილი სპეციალისტის თქმით, პრობლემების თავიდათავი არასწორი მიდგომაა:
"მესმის, რომ "ოლიმპის" ტერიტორია კერძო საკუთრებაშია და სრული იურიდიული უფლებაც გააჩნია, კორპუსები ააშენოს. მაგრამ აქ მეორე მხარეა - საქართველოს ლამის ყველაზე ცოტა ფეხბურთელი ჰყავს ევროპის მასშტაბით და ასეთ პირობებშიც კი ინფრასტრუქტურა მეტისმეტად არასაკმარისია.
ამ დროს, კიდევ ერთ-ერთი ცნობილი საფეხბურთო ცენტრი ინგრევა...
მე მხოლოდ ეს არ მადარდებს. ყველამ იცის, რომ ასეთივე ბედი ელის ტექნიკური უნივერსიტეტის მოედანს; "ზეემკას" სტადიონს, სადაც კარები უკვე მოაძვრეს; "მერანის" მშვენიერ სპორტულ კომპლექსს... ასეთ გარემოში რომელი ფეხბურთის განვითარებაზეა ლაპარაკი?!
საერთოდ, ასე მგონია, ხელისუფლებაში სპორტის და ფეხბურთის მნიშვნელობას ვერ ითვალისწინებენ. მერიას თუ გული შესტკივა, დაგვიძახოს და გვითხრას, რას აპირებს.
ან, საერთოდ, რა მიზანი აქვს ქალაქის მერიას? ვიცი, ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმას ამზადებენ და მაინტერესებს, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას რა ადგილი უკავია ამ გეგმაში? და თუ ახალი სტადიონების აშენებას აპირებენ, რად უნდათ? აგერ, "ოლიმპში" ძალიან კარგი ინფრასტრუქტურაა და არ სჯობია, 15 წლის სკოლას მოუარონ? მოედნის საფარს უნდა შეცვლა, იქვეა აუზი, გასახდელები, ტრენაჟორები, ფიტნესის დარბაზი და მოედნები".
საინტერესოა, რომ დოლიძემ "ოლიმპზე" სოციალურად დაუცველებისთვის უფასო ჯგუფები ჩამოაყალიბა:
"დღეს ხალხი გაჭირვებაშია. ამიტომ, მოვიფიქრეთ, შეგვექმნა უფასო ჯგუფი. მას უცხოეთში წასული ჩემი აღზრდილი ბიჭები აფინანსებენ - ლაშა დვალი, გიორგი აბურჯანია, გიორგი ბერიძე, გიორგი პაპუნაშვილი და ლევან შენგელია. ეს ხუთეული არის მაგალითი, როგორ უნდა გახსოვდეს შენი ქვეყანა და მისი გასაჭირი".
მამუკა კვარაცხელია: "სტადიონების საკითხთან დაკავშირებით, მერიაში ვიყავი და აშკარაა, ჩემი შეხსენება არც მერიის თანამშრომლებს სჭირდებათ და არც საკრებულოს წევრებს, რომ თბილისში 23 სტადიონი დაინგრა.
საკრებულოში ამ თემაზე მუშაობს ქალბატონი ქეთი ჯიხაძე. მას სურვილი აქვს, რომ ქალაქს სტადიონები შეუნარჩუნოს. მისი დიდი წვლილია, საფეხბურთო სკოლა "ავაზა" რომ გადარჩა, რამდენიმე სკოლაზე კი მოლაპარაკება მიმდინარეობს.
მაგრამ ჰაერში გამოეკიდა "ოლიმპი", რომელიც 10 წლის წინათ უძლიერესი საფეხბურთო სკოლა იყო და ჰყავდა გუნდი, რომელიც უეფას თასზე გავიდა. ქართველები ის ერი ვართ, ვინც სტადიონს ყიდის. აბა, გაბედოს ქართულმა კომპანიამ და ტალინში მშენებლობა სტადიონის ადგილზე მოინდომოს. და თუ მოინდომებს, 10 იმდენს გააკეთებინებენ.
მარტო მადრიდის "ატლეტიკოს" 11 ათასი ფეხბურთელი ჰყავს, ჩვენ კი სულ - 12 ათასი. წარმოიდგინეთ, რა შავ დღეში ვართ. მერე გვიკვირს, "გაბალასთან" რატომ ვაგებთო? ან როგორ უნდა შეირგოთ ამ სტადიონის გაყიდვაში აღებული ფული?
ჩემი აზრით, გამოსავალი იქნება, რომ სტადიონების გაყიდვა პარლამენტმა აკრძალოს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
და მერე ყვირიან ანგრევენო სტადონებს.
რომ მიყიდეს ეს ტერიტორია მაშინ რას ფიქრობდნენ. არა გაყიდეს ფული ჯიბეში ჩაიდეს ეხლა სახელნწიფოს ებაზრებიან. ის ფული რა უყვეს ეგაა საკითხავი
ეგრე მარტო პროტესტი გამოხატვა არ გამოვა. გვარები დაასახელეთ, თორე ნაცების აგორებულს გავს ყველაფერი.