ლიცენზირება - გადაუხვევს ლევან კობიაშვილი სამწუხარო ტრადიციას?

AutoSharing Option
2016/17 წლების სეზონის ლიცენზირების მაძიებელი კლუბების წარმომადგენლებისთვის სემინარები დაიწყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ის სალიცენზიო დოკუმენტაციის მომზადებისა და სფფ-ში მათი წარმოდგენის ტექნიკურ ასპექტებს შეეხება. 24 დეკემბრამდე მსურველები სამ სემინარს მოისმენენ.

გუშინ პირველი დღე იყო, რომელიც ზოგადი და იურიდიული საკითხების განხილვას დაეთმო. დამსწრეებს სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ მიმართეს. ეს უკანასკნელი სწორედ ლიცენზირების საკითხებზეა პასუხისმგებელი. მათ ლიცენზირების მნიშვნელობაზე, სისტემის დამოუკიდებლობასა და სხვა ფუნდამენტურ პრინციპებზე ილაპარაკეს.

სემინარების შემდეგ, დაინტერესების შესაბამისად, კლუბებს ინდივიდუალური კონსულტაციები ჩაუტარდებათ. იანვარ-თებერვალში იგეგმება შეხვედრები რეგიონებში, რომლის
დროსაც აღნიშნული პერიოდისთვის არსებული კონკრეტული პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის საშუალებების შესახებ იმსჯელებენ.

კლუბების გაჭირვებისა და მძიმე მდგომარეობის გამო საქართველოში უეფას მოთხოვნებს სრულად, შესაძლოა, მათი 99 პროცენტი ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ უფრო ცუდი ისაა, რომ სამწუხარო ტრადიცია დამკვიდრდა და სფფ-ის წინა ხელმძღვანელობა ლიცენზირების პრობლემებზე თვალებს ხუჭავდა. ასე გრძელდებოდა ბოლო 10 წლის განმავლობაში, რამაც რეალურად გამოიწვია ის, რომ კლუბების უმრავლესობამ უეფას მოთხოვნები უგულებელყო.

ამგვარი დამოკიდებულების შედეგები საკმაოდ მძიმეა - ადრე რომ დაწყებულიყო საქმე, ახლა წინ ვიქნებოდით, არადა, ერთი ადგილი ვტკეპნეთ.

იმედია, კობიაშვილი და მისი გუნდი ამ სამწუხარო ტრადიციას გადაუხვევენ და სფფ ისეთ კლუბებს არ მისცემს ლიცენზიას, რომლებიც უეფას მოთხოვნებს არ პასუხობენ. სხვათა შორის, სფფ-ის თავკაცი ამ პრობლემის მოგვარებაზე წინასაარჩევნო პერიოდში ლაპარაკობდა.

სიმკაცრე და სტანდარტების შესრულება ისევ ქართულ ფეხბურთს წაადგება, ჩვენს საკეთებელს კი სხვები არ გააკეთებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
უმადური ხალხი ხარტ ანგაჯირებულნი ტქვენ, მასჰინ როდესაც ლიცენზირების გამო გუნდს სჯიდნენ საყვედურობდიტ, ეხლაკი პირიქიტ კიდევ ამაზე საყვედურობტ
\
gaga
13:47 17-12-2015
0
კლუბების ლიცენზირება აუცილებელია, მწვრთნელების ლიცენზირებაც აუცილებელია, მაგრამ ფეხბურთის გადარჩენა თუ გვინდა ფეხბურთელების ლიცენზირებაც უნდა მოხდეს ფიზიკური კონდიციების კუთხით. სხვაგვარად ევროსარბიელზე ისევ ტურისტებივით გავისეირნებთ და ისევ ვისევდიანებთ.
გუჯა კახაძე
13:47 17-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული