სფფ სახსრებს ზოგავს, ბავშვთა აკადემიის ზუგდიდის ფილიალში კი უკმაყოფილონი არიან

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის ზუგდიდის ფილიალი "ბაიას" ბაზაზე განთავსდა. ეს გადაწყვეტილება სფფ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ პოსტიდან წასვლამდე მცირე ხნით ადრე მიიღო. როგორც მაშინ ითქვა, ფილიალი უეფას დაფინანსებით შეიქმნა. იქ დასავლეთ საქართველოდან შერჩეული 40 ბავშვი ორ ასაკობრივ გუნდში (2001 და 2002 წლებში დაბადებულები) ირიცხებიან, ბაზაზე ცხოვრობენ და ვარჯიშობენ.

გუშინ ზუგდიდს სფფ-ის აკადემიის ახალი დირექტორი გიორგი რევაზიშვილი ესტუმრა. მან აკადემიის თანამშრომლებსა და მშობლებს უთხრა, რომ წინამორბედის გადაწყვეტილების გამო ფეხბურთის ფედერაცია მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია და დავალიანებები დაგროვდა. ფილიალის გუნდი კი ახალ
წლამდე აღარ თამაშობს, მაგრამ შვებულებაში 29 დეკემბერს გადის.

რადგან ყოველდღიურად დიდი თანხა იხარჯება, ამ პირობებში ახალ წლამდე სფფ-მ სახსრების დაზოგვა გადაწყვიტა.

ბაზაზე მყოფებმა რევაზიშვილის სიტყვები აკადემიის დახურვის გადაწყვეტილებად მიიჩნიეს და უკმაყოფილება ღიად გამოხატეს. მას ბაზიდან არ უშვებდნენ და სფფ-ის ხელმძღვანელებთან შეხვედრას ითხოვდნენ. რევაზიშვილი კონფლიქტს მოერიდა და ზუგდიდი დატოვა.

როგორც გვითხრეს, ზუგდიდის ფილიალის დახურვა-არდახურვის საკითხი სფფ-ის ხელმძღვანელობას ჯერ არ გადაუწყვეტია. მომხდართან დაკავშირებით, ისინი დღეს, 17 დეკემბერს, საგანგებო განცხადებას გაავრცელებენ ან პრესკონფერენციას მოაწყობენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
იმისთვის ხართ ფედერაციაში და ხალხი მხარს იმიტო გიჭერდათ, რომ მოიზიდოთ დაფინანსება და საქმე გააკეთოთ, თქვენ თუ საქმის მოგვარება აკადემიის დახურვით გინდათ მკვდრებშიც აღარ იქნება მალე ქართული ფეხბურთი
გულშემატკივარი
16:18 17-12-2015
0
ყოჩაღ მაგარი გადაწყვეტილებაა, აკადემიის დახურვით იწყებენ მუშაობას, ყოჩაღ!
გიო
19:53 17-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული