აქ დამრჩენი მაინც არ ვარ!.. გიორგი ნავალოვსკი და "ვიტესი" ჩაიშალა

AutoSharing Option
არნემის "ვიტესში" გიორგი ნავალოვსკის შესაძლო ჩარიცხვაზე ზაფხულიდან ლაპარაკობდნენ. შემოდგომაზე საქართველოს ნაკრებისა და გორის "დილას" მარცხენა მცველის ჰოლანდიური ტრანსფერი უკვე სერიოზულად განიხილებოდა.

თავად ნავალოვსკიმ "ლელოსთან" ინტერვიუში დაადასტურა, რომ "ვიტესი" დაინტერესებული იყო და იქვე დასძინა, რომ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო ბევრი რამ უახლოეს პერიოდში გაირკვეოდა...

ახლა კი შევიტყვეთ, რომ ნავალოვსკის არნემულ კლუბში გადასვლა გამოირიცხა. ეს ამბავი თავად ფეხბურთელმა გაგვიმხილა.

ამ ყველაფრის ფონზე, მოულოდნელი ამბავი იყო, თითქოს, 28 წლის ფეხბურთელი კარიერას "სამტრედიაში" გააგრძელებდა. მოულოდნელი იმიტომ, რომ ნავალოვსკი ყოველთვის ამბობდა, რომ ევროპაში სურდა წასვლა ან
- ისევ რუსეთში დაბრუნება, რადგან საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დაბალი დონე მის სანაკრებო პერსპექტივას ხელს შეუშლიდა.

"არა, ეს ტყუილია, "სამტრედიაში" ნამდვილად არ მივდივარ. სამწუხაროდ, "ვიტესის" ვარიანტიც გამოირიცხა. ველოდებოდი დალაპარაკებას, მაგრამ დრო გავიდა და ისევ საქართველოში ვარ. როგორც გავიგე, "ვიტესმა" უკვე შეაჩერა არჩევანი იაპონელ მოთამაშეზე. არ გამოვიდა ვარშავის "ლეგიას" ვარიანტიც", - ამბობს ნავალოვსკი.

ეროვნული ნაკრების მოთამაშემ სხვა შესაძლო ვარიანტიც გაგვიმხილა:

"ამ ყველაფრის მიუხედავად, აქ დამრჩენი აღარ ვარ და იმედია, ევროპაში მაინც წავალ. ახლა კონკრეტულად რაც შემომთავაზეს, პოლონეთის ექსტრაკლასას გუნდია.

აქ დარჩენას რუსეთის პირველ ლიგაში თამაშიც მირჩევნია, რადგან ვგრძნობ, რაც უფრო დიდხანს დავრჩები საქართველოში, ნაკრებში მოხვედრა მით უფრო გამიჭირდება. ჩემთვის კი უმთავრესი სწორედ ნაკრებში ღირსეული თამაშია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
კარგად იცი შენმა მატარებელმა კაიხანია ჩაიარა,ეროვნული ჩემპიონატის ბიჭები ხართ, ხან ოციანი ხან ღორიის ქელეხი, ხან გორი ხან მარტვილი სამტრედიაც და გაისად ვანიც.
fani
19:58 18-01-2016
0
ჩიჩარიტოს რო დაირქმევ, ანუ უკეთესს რომ ვერ გამოარჩევ თანამედროვე ფეხბურთში, რაღაზეა "გარჩევა"?
realoba
02:45 04-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული