"რეალ ვარკეთილის" გეგმები - რატომ შეხვდა ერაყელი ბიზნესმენი ლევან კობიაშვილს?

AutoSharing Option
აგვისტოში "ლელო" წერდა, რომ ახალი სეზონიდან რეგიონალური ლიგის ცენტრალურ ზონაში საფეხბურთო კლუბი "რეალ ვარკეთილი" თამაშობს, რომელსაც ერაყელი ბიზნესმენები - ალენ აიოსი და მუნჯიდ შუქრი ალჰეალი - აფინანსებენ. მათ საკმაოდ ამბიციური მიზნები აქვთ - მეორიდან პირველ ლიგაში სურთ აღზევება, შემდეგ კი უმაღლესში დაწინაურებაც. საერთოდ, მათ ქართული საფეხბურთო პოტენციალის გამოყენება სურდათ...

"უფრო მაღალი ლიგის გუნდის აყვანაც შეიძლებოდა, მაგრამ ვარკეთილში საფეხბურთო სკოლაა, რომელზეც გუნდი მიებმება და ვფიქრობ, კარგი პროექტი განხორციელდება", - ამბობდა ალენ აიოსი.

"რეალ ვარკეთილის" მთავარი მწვრთნელი ახალგაზრდა კაცი დავით მაჩიტიძე გახლავთ, გუნდის ყველაზე ცნობილი სახე კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "სამტრედიის" ყოფილი ნახევარმცველი ლაშა ქებაძეა.

"საფეხბურთო კლუბ "რეალ ვარკეთილის" მიზანია ევროპული სტანდარტების ძლიერი კლუბის შექმნა. კლუბის ხელმძღვანელობა კარგად ვაცნობიერებთ, რომ მიზნის მიღწევა თანამედროვე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ გვაქვს სურვილი, ავაშენოთ უეფას სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო ცენტრი.

საამისოდ, ვარკეთილში შერჩეული გვაქვს ადგილი, რომელიც არ არის კერძო პირის, ის სახელმწიფოს კუთვნილებაშია. თუკი იქნება სახელმწიფოს, ანუ ამ შემთხვევაში თბილისის მერიის ნება, ამ ტერიტორიაზე ძალიან კარგი საფეხბურთო კომპლექსი განთავსდება.

უკვე გაგვაჩნია პროექტი, რომელსაც "რეალ ვარკეთილის" სპონსორები, ერაყელი ბიზნესმენები დააფინანსებენ. ამ ჩანაფიქრის თანახმად, გვსურს მოვაწყოთ სტანდარტული მოედანი, რომლის გვერდით აშენდება 1500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები.

გარდა ამისა, გვსურს დახურული მინი-მოედნის მოწყობა (60 მX40 მ), ავაშენოთ საცურაო აუზი, ტრენაჟორების დარბაზი, კალათბურთის მოედანი და ადმინისტრაციული შენობა, სადაც იქნება გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა და დელეგატთა ოთახები... ანუ გვსურს ისეთი სტადიონი გვქონდეს, სადაც თამაშებს თავაწეულები ვუმასპინძლებთ", - ამბობს მაჩიტიძე.

Sportall.Geშევიტყვეთ, რომ გუშინ ალენ აიოსი და დავით მაჩიტიძე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს, გენერალურ მდივან დავით მუჯირსა და ვიცე-პრეზიდენტ კახა ჭუმბურიძეს შეხვდნენ და სახელმწიფოსთან შუამავლობა სთხოვეს:

"ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას ჩვენი მიზნები და ამოცანები გავაცანით. ქვეყანაში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის აშკარა დეფიციტია და მათ ჩვენი გეგმები მოეწონათ.

იმედია, მათი თანადგომით მოხერხდება ამ ტერიტორიის გადმოცემა - ფედერაციის ხელმძღვანელობამ შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება აღგვითქვა, რისთვისაც მათი მადლიერები ვართ.

იმედია, თბილისის მერიაშიც სათანადოდ დაინტერესდებიან და აღნიშნულ საკითხს კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში მოაგვარებენ.

მიმაჩნია, რომ ეს თემა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთი კონკრეტული უბნისთვის. მთელ ქვეყანაში ასეთი სტადიონები რომ აშენდეს, ბევრი ნიჭიერი ბავშვი გამოჩნდება. ბოლოს და ბოლოს, როცა კერძო ინვესტორი მოდის, წესით, სტადიონის მშენებლობა მერიის ინტერესში უნდა იყოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
ერაყელი კი არა ბიჭო,იმის იქით,რომ ქვეყანაა კიდე იქიდან ჩამოვიდეს ნეტა ვინმე და ფული ჩადოს ოღონდაც,მოედნები ააშენონ,იმფრასტრუქტურა შექმნან სათანადო და უნდათ რეალვარკეთილი დაარქვან,უნდათ ინტერვარკეთილი.რაც შეეხება მის ერაყელობას და იმას,რომ ეს იწვევს ბევრში გაღიზიანებას,იქნება გავიხსენოთ ვისი ნებითა და ხელით გასხვისდა თბილისში რამდენიმე ათეული საფეხბურთო მოედნი და ვისი ხელით ინგრეოდა და ინგრევა სპორტული კომპლექსები
sake
20:53 29-12-2015
0
ერაყელია?დღეს ასეათია ფეხბურთი(ასობით კლუბის მფლობელები არიან ევროპაში სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები.კარგი იქნება თუ ერაყში ნავთობის საბადოების მფლობელები აღმოჩნდებიან და ასეულ მილიონობით დოლარებს თუ ჩადებენ ქართულ ფეხბურთში)
ზაზა
22:09 29-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული