აქციის მონაწილეებმა "ოლიმპის" ტერიტორიაზე არსებული სტადიონის ადგილზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა გააპროტესტეს.
როგორც "ოლიმპის" დამფუძნებელმა მამუკა გუგეშაშვილმა განაცხადა, ლატვიური კომპანია "საბას" წარმომადგენლებმა სტადიონის ტერიტორია მოტყუებით შეიძინეს.
"დავით საგანელიძე, რომელიც კომპანია "საბას" წარმომადგენელია, ფულის მონაა
სკოლის დირექტორის, ანდრო ცინცაძის თქმით კი, ადმინისტრაცია არავის გაუფრთხილებია იმის თაობაზე, რომ სტადიონის დემონტაჟი გუშინ ღამით დაიწყებოდა. მისივე განმარტებით, კომპანია "საბასთან" მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მშენებლობა ივნისში უნდა დაწყებულიყო და არა გუშინ ღამით. აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მათ სტადიონზე შეკრებილ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
"სტადიონის გაყიდვაზე პასუხისმგებელმა პირმა აუცილებლად უნდა აგოს პასუხი და არ აქვს მნიშვნელობა, ეს ამ მთავრობის დროს მოხდა თუ წინა მთავრობის პირობებში. გასარკვევია, მერიაში ვის ეკისრება ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა", - განაცხადა ნიკა მელიამ.
კომპანია "საბას" წარმომადგენლებს საპროტესტო აქციის მონაწილეთათვის ჯერჯერობით არ უპასუხიათ.
მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით