გული მწყდება, ამ ყველაფერს რომ ვუყურებ - გიორგი პაპუნაშვილი "ოლიმპთან" დაკავშირებით

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების და ბრემენის "ვერდერის" შემტევმა გიორგი პაპუნაშვილმა "ოლიმპის" სტადიონის ნგრევასთან დაკავშირებით Sportall.ge-სთან ისაუბრა.

"ჩემი პოზიციაც, რა თქმა უნდა, იმ ადამიანების აზრს ითვალისწინებს, ვისაც ქართულ ფეხბურთსა და დღევანდელ მომხდარ ფაქტზე გული შესტკივა.

ძალიან რთული მისაღებია ეს ყველაფერი, რადგან ბევრი ჩემი თაობის ფეხბურთელი ამ სტადიონზე გაიზარდა და ფეხი მოიკიდა. გული მწყდება, ამ ყველაფერს რომ ვუყურებ. სიტყვებითაც კი რთულად გადმოსაცემია ეს გრძნობა.

სტადიონის დანგრევამდე თენგიზ დოლიძემ გვითხრა, რომ იმ მოედანზე, სადაც
ჩვენ ვთამაშობდით, ბავშვთა უფასო სკოლის გახსნა სურდა. დღეს კი ყველაფერი დაანგრიეს...

სტადიონის დანგრევამდე რამდენიმე ფეხბურთელი პირდაპირ ეთერში ჩაერთო და ამ ყველაფერზე ისაუბრა. როგორც ვიცი, აქციაც გაიმართა და სამწუხაროა, რომ ამან შედეგი ვერ გამოიღო", - გვითხრა პაპუნაშვილმა, რომელიც ერთ-ერთია იმათგან, ვინც "ოლიმპის" სტადიონზე ვარჯიშობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული