ფეხბურთელებმა პოზიცია საჯაროდ უნდა დავაფიქსიროთ - გიორგი აბურჯანია "ოლიმპთან" დაკავშირებით

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების და ბერძნული "ანორთოსისის" ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ "ოლიმპის" სტადიონის ნგრევასთან დაკავშირებით Sportall.ge-სთან ისაუბრა.


"ძალიან საწყენი და გულდასაწყვეტია ის, რაც ხდება და იმედია, ამ ფაქტის შესაჩერებლად რაიმე გზას გამონახავენ. სხვა თუ არაფერი, ალტერნატიული ფართი გამოუყონ სკოლას, რომ არსებობა განაგრძოს. არაერთი ახალგაზრდა აღზრდილა მაგ აკადემიაში და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტი გაიზრდებოდა.

მგონია, რომ საზოგადოება და პირველ რიგში, ჩვენ, ფეხბურთელები, პროტესტის გამოხატვით და ჩვენი აზრის საჯაროდ დაფიქსირებით შევძლებთ, მსგავს ფაქტებს წინ
აღვუდგეთ.

უნდა ვეცადოთ, ჩვენი აზრი იმათ ყურამდე მივიტანოთ, ვისაც ამის კონტროლი ევალება და მშენებლობის ნებართვა არ უნდა იცემოდეს სტადიონებზე. ისედაც თითზე ჩამოსათვლელია - იმასაც ანგრევენ", - გვითხრა აბურჯანიამ, რომელიც კარიერას ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის გუნდ "ხიმნასტიკში" გააგრძელებს.

ჯერჯერობით, კვლავაც უცნობია, ქართველი ფეხბურთელი ესპანეთში იანვარში გაემგზავრება თუ ზაფხულში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამოიღეთ ხალხო ხმა!
vaxvax
14:24 31-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული