დღეს გაიმართა პირველი შეხვედრა, სადაც მხარეებმა ისაუბრეს საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" სტადიონის ირგვლივ შექმნილ პრობლემებზე. შეხვედრის შედეგად, მხარეები მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ პირველ რიგში მოხდეს დროებითი სტადიონის მოძიება და შეთავაზება სპორტული სკოლისთვის, რათა ბავშვებმა შეძლონ სრულყოფილად გააგრძელონ ვარჯიში. ასევე, გაიმართოს მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან და მოხდეს მათთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზება მონაცვლეობის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ
სამუშაო ჯგუფმა განიხილა სხვა სპორტული მოედნების საკითხები, რომლებიც ასევე გაყიდულია წლების წინ და იმავე საფრთხის წინაშე დგას. სწორედ ამიტომ სამუშაო ჯგუფი გამოვიდა ინიციატივით, რომ ფეხბურთის ფედერაციას, საპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიასა და თბილისის საკრებულოს შორის გაფორმდეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რათა შემდგომში დაცული იყოს სპორტული ნაგებობები.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
სტადიონები და თბილისის ბევრი მწვანე ადგილი გაასხვისა უგულავამ და ნაცებმა. მორჩა კინო. ყველამ იცის დამნაშავე, ნუ იზამთ ისე რომ თქვენი პათეტიკის გამო სიტუაცია არ შეიცვალოს.
დამნაშავე ვიცით, სირცხვილი მას.
ეხლა კეთილი ინებონ ახლებმა და გამოასწრონ სიტუაცია.
დამთავრდა პათეტიკა, მორჩა სეზონი, ახალი სეზონი უნდა დაიწყოს!!!!