ლევან კობიაშვილი "ოლიმპთან" დაკავშირებით ესტონური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით შედგა სამუშაო ჯგუფი, სადაც გაერთიანებულია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისია, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახური.

დღეს გაიმართა პირველი შეხვედრა, სადაც მხარეებმა ისაუბრეს საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" სტადიონის ირგვლივ შექმნილ პრობლემებზე. შეხვედრის შედეგად, მხარეები მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ პირველ რიგში მოხდეს დროებითი სტადიონის მოძიება და შეთავაზება სპორტული სკოლისთვის, რათა ბავშვებმა შეძლონ სრულყოფილად გააგრძელონ ვარჯიში. ასევე, გაიმართოს მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან და მოხდეს მათთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზება მონაცვლეობის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ
გუშინ სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გამართა შეხვედრა ესტონური სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებმაც გამოთქვეს თანამშრომლობისთვის მზაობა.

სამუშაო ჯგუფმა განიხილა სხვა სპორტული მოედნების საკითხები, რომლებიც ასევე გაყიდულია წლების წინ და იმავე საფრთხის წინაშე დგას. სწორედ ამიტომ სამუშაო ჯგუფი გამოვიდა ინიციატივით, რომ ფეხბურთის ფედერაციას, საპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიასა და თბილისის საკრებულოს შორის გაფორმდეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რათა შემდგომში დაცული იყოს სპორტული ნაგებობები.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
ლევან ავსაჯანა რატო მოხსენიტ კაცი გავიდა რახდებაა
0
პაატა გენაცვალე
zaza
01:45 02-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული