ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლთა შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 31 დეკემბერს იწურება. ახალი სტრუქტურიდან გამომდინარე, რომლის გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის იანვარში მოხდება, ფორმდება ახალი ხელშეკრულებები. ამავდროულად, ცვლილებები იქნება ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბებში. განახლებული შემადგენლობა საზოგადოებისთვის იანვარში იქნება ცნობილი.
2016 წლიდან ფეხბურთის ფედერაცია სამუშაო პროცესს განახლებული შემადგენლობით და ახალი პროექტებით დაიწყებს.
დაგეგმილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განახლებული სტრუქტურის, ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალი პროექტების და მიმართულებების გაცნობა საზოგადოებისთვის,
იანვრის დასაწყისში, სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, ფეხბურთის ფედერაცია გამოცხადებს ღია კონკურსს კონკრეტულ სამუშაო პოზიციებზე. ასევე იანვარში ჩატარდება წლის შემაჯამებელი დაჯილდოების ღონისძიება, სადაც 2015 წლის სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ ადამიანებს სპეციალურ პრიზები გადაეცემათ.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით