გოჩა ჯამარაული პოლიტიკაში - ვეტერანი ფეხბურთელი გარდაბანში "ქართული ოცნების" კანდიდატია

AutoSharing Option
5 იანვარს, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გარდაბნის მუნიციპალიტეტში საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია გახსნეს.

ჩვენთვის ეს პოლიტიკური მოვლენა იმით იყო საინტერესო, რომ "ქართულმა ოცნებამ" გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამგებლობის კანდიდატად გულშემატკივრებისთვის საყვარელი და პატივსაცემი ვეტერანი ფეხბურთელი გოჩა ჯამარაული წარადგინა - საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, რომელიც ამჟამად ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრია.

"გოჩა ჯამარაული წლების განმავლობაში ფეხბურთით იყო დაკავებული. მას საქართველოს ნაკრებში არაერთი თამაში ჩაუტარებია. სპორტის შემდეგ საკმაო წარმატებით ჩაერთო ბიზნესში, კარგი მენეჯერია... რაც მთავარია, თავისი განვლილი
ცხოვრებით პატიოსანი ადამიანია", - თქვა კალაძემ.

ირაკლი კობახიძე: "ჯამარაულის კანდიდატურა მისი პროფესიული უნარ-ჩვევების გამო შეირჩა. ის სუფთა წარსულის მქონე, თავისი საქმის პროფესიონალია, რომელიც ნამდვილად გახდება გარდაბნელთა რჩეული და ვფიქრობ, ღირსეულად გაიმარჯვებს არჩევნებში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
კიდევ ერთი კაი კაცი გააფუჭა კალაძემ
0
ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს აქ საქართველოში კი პირიქითაა და მაგიტომაც გვაქვს აყვავებული ქვეყანა ყველა სფეროში.............
ziko
18:52 06-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული