სკოლა "ოლიმპისთვის" ალტერნატიული სავარჯიშო მოედანი გამოიძებნა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის განცხადებით, საფეხბურთო სკოლა "ოლიმპისთვის" ალტერნატიული სავარჯიშო მოედანი გამოიძებნა.

მისი თქმით, მოედანი დიდ დიღომში მდებარეობს და კომპანია "ვისოლის" საკუთრებაშია.

"ჩვენი ინიციატივით, რამდენიმე შეხვედრა გაიმართა თბილისის მერთან, გამგეობასთან, სკოლის მწვრთნელებთან და გამოინახა ალტერნატიული ფართი, რომელიც დიდ დიღომში მდებარეობს. აღნიშნულ მოედანზე ბავშვები გარკვეული საათების განმავლობაში ივარჯიშებენ. იჯარას ჩვენ დავფარავთ", - განაცხადა კობიაშვილმა.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
დროებითია ეგ თემა,დააცხრეს ვითომ? და რომ დაინგრა ,შერჩათ
zaza
10:50 14-01-2016
0
ამათმაც რა ქნან.საბურთალოზე და ვაკეში ფიზიკურად აღარაა ადგილი.ყველგან გაყიდულია და სახლები შენდება.ამათმაც წაართვან კერძო საკუთრება ინვესტორს და გააგდონ რასაც ნაცები აკეთებდნენ?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული