"საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელს "საბურთალოსთან" კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს. ამიტომ "ვიტესს" მის სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდა მოუწევს", - წერს voetbalzone.nl.
კომენტარისთვის "საბურთალოს" აღმასრულებელ დირექტორს, კახა კაშიას დავუკავშირდით:
"ხარაიშვილმა დღესაც ჩვენთან ივარჯიშა და ხვალაც "საბურთალოში" იქნება. "ვიტესის" გარდა, მისით სამი ქვეყნის კლუბია დაინტერესებული, მათ შორის - ჰოლანდიის და ბელგიის, მაგრამ
ვიცით, რომ მას ისევ აკვირდებიან და ყველას მოსწონს - საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პერსპექტიული ახალგაზრდაა. ამიტომ ეს ინტერესი არ მიკვირს.
სატრანსფერო "ფანჯრის" დახურვამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი. 27 იანვარს გიორგი ჩვენთან ერთად თურქულ შეკრებაზე მოდის და მანამდე, სავარაუდოდ, არაფერი მოხდება", - ამბობს კაშია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"