[ოთხშაბათის საკითხავი] რატომ (არ) უნდა შევიყვანოთ ბავშვი ფეხბურთზე?

AutoSharing Option
ფოტოზე: ნოდარ ახალკაცი
დღევანდელ რუბრიკაში სულ სხვა რამეზე მინდოდა დამეწერა, მაგრამ თემა ისეთია, წაყრუება ნაღდად არ ივარგებს. თემა იმდენად ღრმაა და მტკივნეული, რომ ერთი საგაზეთო წერილი ვერაფრით ეყოფა, მაგრამ ისიცაა, რომ თუ პრობლემა ადგილიდან არ დაძარი, ის ყოველთვის იქნება მწვავე და არც თავს დამალავს...

სამარშრუტო ტაქსის ამბავი უნდა მოვყვე. იქ ერთი დედა უმტკიცებდა მეორეს, რომ ძალიან მართებულად მოიქცა, როცა შვილი ფეხბურთზე არ შეიყვანა. მისი თქმით, ბავშვი ახლა სპორტის სხვა სახეობაზე დადის (შეგნებულად არ ვასახელებთ სახეობას, რათა იმ შესანიშნავი სპორტისადმი "ისეთი"
დამოკიდებულება არ დაგვწამონ).

მეორე, ფეხბურთელი ბავშვის დედა კი იმ ქალს, გამარჯვებულის პოზით რომ ლაპარაკობდა, თავჩაღუნული უსმენდა და ბევრი აღარ აკლდა, ალბათ, დაეთანხმებოდა კიდეც ყველაფერში, მაგრამ შვილი აყოვნებდა, რომელიც ლამის თვალცრემლიანი უცქერდა დედას.

ის ქალი კი დაიქოქა და აღარ გაჩერდა. ქართული ფეხბურთიო, ამბობდა ის, ერთი დიდი წუმპეაო. თუ პატრონი არ გყავს და შეძლება არ მოგდევს, შენი საქმე წასულიაო.

საქართველოში საეჭვო თამაშები ბევრიაო. ვთქვათ, თუ გაუმართლა ვინმეს და რაღაცას მიაღწია, მერე ეგრევე თავში უვარდებაო. აგერ, ჩვენი ჩემპიონატი რა არისო, ჯერ ტელევიზორში არ აჩვენებენ და მერე რასაც ვხედავთ, სულ ცარიელი ტრიბუნებიაო...

მეო, ამბობდა ძალიან მოწადინებული და მოტივირებული ქალი, შვილს ამისთვის ვერ გავწირავო. მე მინდა, რომ ის წესიერი, პატიოსანი კაცი გამოვიდეს და დღეს ქართულ ფეხბურთში ასეთების დეფიციტიაო...

გააგრძელა და ბოლოს მენტორის პოზით უთხრა მეორე დედას, ეგ შენი შვილი, ჩემთვის ძვირფასი ბავშვი, სასწრაფოდ გაარიდე ფეხბურთს, სანამ საბოლოოდ არ დაღუპულაო...

სათქმელი ენის წვერზე მომადგა. კინაღამ უთანასწორო კამათში ჩავები უზომოდ მოტივირებულ ქალთან და ის კი დამავიწყდა, წინასწარვე მარცხი რომ მქონდა გამოწერილი. ბოლოს შევიკავე თავი და მაგრადაც გადავრჩი.

ჯერ ერთი, ის ქალი ისე იყო თავის სიმართლეში დარწმუნებული, ვეღარავინ გადაარწმუნებდა და მეორეც - სულო ცოდვილო, ბევრ სიმართლეს კი ღაღადებდნენ იმ ზომიერად ფერხორციანი ქალის ბაგენი.

აი, მეც არ ვიცი, შვილი რომ მყავდეს, ფეხბურთზე შევიყვანდი თუ არა. ერთ დროს ზუსტად ვიცოდი, ახლა კი აღარ ვიცი...

* * *
ჩვენ ყველა ერთად ვთანხმდებით იმაზე, რომ დავით პეტრიაშვილის უდროო და ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ქართულ ფეხბურთს სერიოზული დარტყმა მიაყენა. არადა, ფიფასა თუ უეფაში "ქართული საქმე" კვლავ საკეთებელია და თუ მთლად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები არა, ელიტრაუნდები და ევროპის ასაკობრივი პირველობები მაინც არის "წამოსაღები".

უმცროსი ნოდარ ახალკაცის თანამდებობებს გადავხედე ფიფასა და უეფაში. რბილად რომ ვთქვა, შთამბეჭდავი ჩამონათვალია. ნოდარ ახალკაცი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო. მისი მმართველობის დრო-ჟამი ქართული ფეხბურთისთვის არ იყო ერთმნიშვნელოვანი. ჩვენ ვნახეთ ბევრი შეცდომა და არჩევნები, რომელიც არ უნდა გვენახა.

და მაინც, დღემდე მიმაჩნია, რომ ნოდარ ახალკაცის ფორმაციის ფედერაციამ კარგიც ბევრი გააკეთა. დღეს ჩვენში ამაზე ლაპარაკი არ არის პოპულარული, მაგრამ სწორედ იმ დროს შეიქმნა ერთიანი სანაკრებო სისტემა, გამოჩნდნენ ახალი ტალანტები, სულო ცოდვილო, უკეთესად შეფუთულ ჩემპიონატს ვატარებდით და ნაკრებიც ხშირად თვალსასეიროდ თამაშობდა.

რა ვუყოთ, რომ იმ დროში რომელიმე სფეროს მმართველი ხშირად იყო საერთო სიტუაციის მძევალი და დამოუკიდებლად, სხვა სფეროებთან ერთად, ვერც ფეხბურთი სუნთქავდა.

ნოდარ ახალკაცი ჯერ მხოლოდ 40 წლისაა. ჩინოსნისთვის ეს ძალიან ცოტაა. ქართულ ფეხბურთს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ნოდარ ახალკაცი გარიყოს.

ჩვენ გვყავს მამუკა კვარაცხელია, ვინც გამუდმებით, ყველა ფრონტზე დიდი მოთმინებითა და თავდადებით იბრძვის ქართული ფეხბურთის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. კვარაცხელია უკვე კარგა ხანია, უეფაში მუშაობს და დიდი ავტორიტეტი აქვს.

მოკლედ, არ არის ეს ხალხი გასარიყავი, დასაკარგი ხალხი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 28 /
მართალია მამუკა კვარაცხელია. 29 წლის ასაკში ფედერაციის პრეზიდენტობა ძალიან ადრეა. ჩემპიონატის კარგ მარკეტინგზე პროფ ლიგის პროფესიონალი და ფეხბურთზე შეყვარებული მმართველები ახერხებდნენ
dato
21 იანვარი 2016 00:25
0
ახალკაცი უმცროსი რაც იყო ყველამ კარგად იცის და რა ვალებიც ქონდა ფედერაციას ესეც კარგად გვახსოვს ასე რო არუნდა აქეხლა ფიფა და უეფა და ზღაპრები ეგ ფიფა და უეფაც კარგი ნაგვის ყუთია და აგერ გამოჩნდა კიდეც რა ხალხი მართავს ფეხბურთს მსოფლიოში.დდ რა დაამთავრა სულარ მაინტერესებს რა გააკეთა ეგარი მთავარი.
quTaiseli
20 იანვარი 2016 23:34
0
ბატონო მამუკა კვარაცხელია ! მე როგორც მახსოვს, ნოდარ ახალკაცმა ჰააიდელბერგში უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა და ისე შეუდგა საზოგადოებრივ საქმიანობას, მათ შორის სფფ-ში. ფედერაციიდან წასვლის მერე კი ისევ ევროპაში დაბრუნდა და ფიფა-უეფაშიც დაიწყო მუშაობა (არადა, მგონი, ამ ორგანიზაციების თანამშრომლად და განსაკუთრებით სასამართლოს წევრად უსწავლელსა და თახსირს არავინ დაამტკიცებდა). ხოდა, ტოპმიოლერების "ნაყიდი ვენახების" ჩვენებას, რაღამც ასე მიგიწვდება ხელი, იქნებ ახალკაცის ჰააიდელბერგში "ნაყიდი სახლის" შეძენის შესახებ "საჯარო რეესტრიდან ამონაწერი" გვაჩვენო
. როგორ იყო ერთი, საქმეგამოლეული კაცისა და მახათის ამბავი?!
ratom ar aqveynebt?
20 იანვარი 2016 22:25
0
ავტორმა ბოლომდე მაინც არ თქვა სათქმელი და მითუმეტეს ახალკაცი რა შუაშია ან ელტრაუნდის წამოღება?!ბავშვთა ფეხბურთი სანამ უფასო არ გახდება მანამდე არაფერი შეიცვლება ქართულ ვაიფეხბურთში!! ჟურნალისტებს მოგიწოდებთ მეტი აქტიურობისკენ!სხვა საიტებიდან გადმოთარგმნილ გადმობეჭდვის მაგიერ გაინძერით,გამოიძიეთ,კითხვა დაუსვით... რავი მე გასწავლოთ პროფესია ჟურნალისტები თქვენ გქვიათ!!
Gogia
20 იანვარი 2016 22:09
0
საინტერესო დასაწყისს გაგრძელება აღარ მოყვა...

ბ-ნო ალეკო! ქართულ ფეხბურთში კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაა, ვიდრე იმ აღშფოთებული ქალბატონისგან მოისმინეთ.

ჩემთან ძირითადად უცხოეთში თამაშის მსურველი ზრდასრული ფეხბურთელები ვარჯიშობდნენ (18 წლის და ზევით). ბოლო 2 წელია ეს ასაკი შემცირდა და ძირითადად 10-დან 15 წლამდე მოზარდები ვარჯიშობენ (ყველა უცხოეთის საფეხბურთო სკოლებში "გასაქცევად" ემზადება).

თუ ეს თემა დაგაინტერესებთ შემიძლია სრული ინფორმაცია მოგაწოდოთ!
გუჯა კახაძე
20 იანვარი 2016 19:09
0
მე უკვე შევიყვანე ფეხბურთზე შვილი, 8 წლისაა და უკვე მოხვდა ცხვირში პირველი წინააღმდეგობა... სტადიონი დაუნგრიეს ოლიმპი. სხვა სპორტისკენ გახედვაც არ უნდა , მწვრთნელი ყავს კარგი და იმიტომ, მაგრამ განწირულია იმედგაცრუებების და გულისტკივილისათვის... ჩემი ბრალია, არ ვიცოდი ასეთი ნაგავი თუ იქნებოდა კიდე, კობიაშვილი მოვიდა, შენებაო, გვერდში დგომაო, იმედია ნაკლები ტკივილს მიიღებს... არა და ნიჭი აქვს, მაგრამ ქართულ რეალობას ამისი კი არა უფრო ნიჭიერების ნიჭიც არ აინტერესებს... კორპუსი და ჯიბის გასქელებაა მთავარი, დღევანდელი დღით ცხოვრება
გიორგი
20 იანვარი 2016 18:45
0
მამუკა კვარაცხელიას!
ოლიმპზე და სხვა სტადიონებზე რა ხმა ამოგეღება, თავად არ იყავი თანამონაწილე მაგ ამბების? მოინდომა ტიპმა უკვე გაყიდული სტადიონით, ხელის მეორედ მოთმობა.

ჟურნალისტის ბრალიცაა, რა დიდი ავტორიტეტი ამ .. აქვს, რას აპიარებთ
ზ უ რ ა
20 იანვარი 2016 18:41
0
ქარტულ ფეხბურთში უსამარტლობაზე ლაპარაკი დაუსრულებლად შეიძლება ეხლა რაც ხდება ეს უკვე საოცრებააეხლა რასაც უშვებიან ცოტა ცინ წაწეულ ბავშვებს ამას რო სადმე ვთქვა არავინ დამიჯერებს მე უკვე კარგად მივხვდი რატოა ქაქრთული ფეხბურთი ასეთ დგეში უპატრონო ბავსვებს არსად არ ათამაშებენ ეს ნამდვილად ვიცი ისეტ რამეს ეტყვიან ბავშვს საერთოდ აგებინებენ ფეხბურთზე ხელს ეს ცვენ ტავზე გამოვცადეტ
dato
20 იანვარი 2016 18:38
0
რა ტყუილს ლაპარაკობდა ის ქალი? ზუსტად მასეა და არამარტო ფეხბურთში ყველგან მასეა პატრონი გინდა ყველგან !
ბურუსა
20 იანვარი 2016 18:21
0
მაგ თემას, რომლითაც იწყებ სტატიას, კიდევ დაუბრუნდი. ერთგული მკითხველი
aleko
20 იანვარი 2016 17:57
0

სიახლეები პოპულარული