ლაპარაკია უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების ერთიანი ფონდიდან დაფინანსების ახალ სისტემაზე, რომლის ამოქმედებასაც ყველა დიდი ხანია ელოდება.
კობიაშვილის თქმით, ბელორუსში ყოფნისას, იქაური ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ და საქართველოს ჩემპიონატში მათი მსგავსი სისტემის დანერგვას აპირებენ.
ამის შესახებ უფრო დეტალური განმარტება სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა:
"ეროვნული ჩემპიონატი მალე განახლდება. დასამალი არაა, რომ ფინანსური პრობლემა ბევრ გუნდს აწუხებს. აქედან გამომდინარე, ყველა სფფ-ის
"ფეხბურთის განვითარების ერთიანი ფონდი" დაარსდა, რომელთანაც მოლაპარაკება აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის პრეზენტაციას თებერვალში ვგეგმავთ, სადაც ახალი ფინანსური ფორმულირება აისახება. ჩანაფიქრის განხორციელებას კი მეორე წრის დასაწყისში ვაპირებთ.
ცხადაძე კი იმ ინსტიტუტების მიმართ ამჟღავნებს უპატივცემულობას, სადაც საქმიანობს და ძალიან ცუდად ახსენებს მათ, ვისთანაც აქტიურ თანამშრომლობას ვაპირებთ - სპორტის სამინისტროსა და ბიზნესს. ის ხალხი, რომლებიც 3 ოქტომბრამდე სასათბურე პირობებში იყვნენ, აგონიაში არიან და არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ.
ამის ნაცვლად, სჯობს, ქართული ფეხბურთის კეთილდღეობისთვის გავერთიანდეთ".
კახა ჭუმბურიძე, სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი:
"მიმაჩნია, რომ ბოლო დროს სფფ-ის წინააღმდეგ კამპანია სწორედ ამ მნიშვნელოვანი საკითხის დასაფარად ააგორეს. "ფეხბურთის განვითარების ერთიანი ფონდი" ქართული ფეხბურთის წინსვლისთვის გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება. მის შედეგებს ყველა დაინახავს და დასანანია, რომ ეს ვიღაცებს აღიზიანებთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"