ფეხბურთის ფედერაცია 2015 წლის საუკეთესოებს ხვალ დააჯილდოებს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება - GFF AWARDS 2015, 29 იანვარს ჩატარდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წლის რჩეულებს ექვს ნომინაციაში გამოავლენს: საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, საუკეთესო მწვრთნელი, საუკეთესო მსაჯი და საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი.

ღონისძიება თბილისის საკრებულოს შენობის ისტორიულ ჰოლში, 19 საათზე დაიწყება.

სპეციალური ანკეტების მეშვეობით ფედერაციამ გამოკითხვა ჩაატარა. საუკეთესოები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე, საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა და რეგიონალური ფედერაციების ხელმძღვანელებმა დაასახელეს.

სფფ-ის
პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
არა ეხლა ქეცბაიამ ხო გაგიცოცხლა მკვტარი ფეხბურთი 9წელში :) მკვტარი როა ფეხბურთი საქართველოში დღეს ალბათ ამიტომ ინტერესდებიან ევროპული გუნდები საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ფეხბურთელებით ;)
Akaki
17:23 28-01-2016
0
მაგ ექვსი ნომინაციის ჩამოთვლით 1000 ლარზე მეტს მოიგებდით "გააცინე და მოიგე"-ში.ბიძიკო მკვტარია ჩვენთან ფეხბურთი მკვტარი დიდი ხნის და თქვენს ხელში არ უწერია გამოცოცხლება!
დაბლოკე ბიძინამ არ წაიკითხოს!
15:50 28-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული