დონეცკელები მურსიაში 28 იანვრიდან 11 თებერვლამდე გაჩერდებიან და 4 საკონტროლო მატჩს გამართავენ.
აღსანიშნავია, რომ "შახტარის" ერთ-ერთი სპარინგ-პარტნიორი თბილისის "ლოკომოტივი" იქნება. შეხვედრა 9 თებერვალს გაიმართება.
"ლოკომოტივის" გარდა, "შახტარი" პოლონეთის "პიასტს", ზაგრების "დინამოს" და "რანდერს" დაუპირისპირდება.