ლევან კობიაშვილი "შატილის" სტადიონს ესტუმრა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი თბილისში მდებარე "შატილის" სტადიონს ესტუმრა.

აღნიშნულ სტადიონზე უკვე რამდენიმე კვირაა ის გუნდები ვარჯიშობენ, რომლებიც "ოლიმპის" აკადემიის სტადიონის დემონტაჟის შემდეგ მოედნის გარეშე დარჩნენ.

გუნდებისთვის საწვრთნელი პროცესის შეუფერხებლად ჩატარებაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ზრუნავს.

აღნიშნული აკადემიის გუნდები ქალაქის მასშტაბით რამდენიმე მოედანზე სწორედ სფფ-ის დახმარებით ვარჯიშობენ. ლევან კობიაშვილი დღეს ბავშვებს და მწვრთნელებს შეხვდა.

ფედერაციის პრეზიდენტმა მოზარდებს და მათ სამწვრთნელო შტაბს მადლობა გადაუხადა რთულ ვითარებაში გამოჩენილი თანადგომისთვის და საჩუქრად ბურთები გადასცა.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული