ს.კ. "ზუგდიდის" განცხადება კოსოვოს გუნდთან მატჩის შესახებ

AutoSharing Option
თურქეთში შეკრებაზე მყოფი ს.კ. "ზუგდიდი" ეხმაურება, იმ ინფორმაციას, რომელიც მედიის საშუალებით გავრცელდა.


ს.კ. "ზუგდიდი" ადასტურებს, რომ თურქეთში შეკრებაზე, ამხანაგური მატჩი გამართა, კოსოვოს საფეხბურთო კლუბ "ფერონიკელთან", აქედან გამომდინარე ავრცელებს განცხადებას:

"ამ შეხვედრის დაგეგმვის ორგანიზატორებმა და უპირველეს ყოვლისა ჩვენ, არ მივაქციეთ ყურადღება პოლიტიკურ მხარეს, კერძოდ იმას, რომ კოსოვოს რესპუბლიკა, არ არის საქართველოს მიერ აღიარებული ქვეყანა და ჩვენ, მხოლოდ სპორტული პრინციპით ვიმოქმედეთ. მართალია, კოსოვოს რესპუბლიკა აღიარებული ჰყავს,
საქართველოს მთავარ პარტნიორ ქვეყნებს, როგორიცაა, ა.შ.შ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები - სულ ასზე მეტ სახელმწიფოს. მიუხედავად ამისა, ვაღიარებთ, რომ ს.კ. "ზუგდიდი"-ს მხრიდან მოხდა პოლიტიკური საკითხისადმი ყურადღების მოდუნება, რის გამოც ვიხდით ბოდიშს".

მომზადებულია fczugdidi.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 14 /
სუსტი წერილია
miteks
07 თებერვალი 2016 14:26
0
ვეთანხმები რომ ძალიან სამარცხვინოა და უცოდინარობა. ამათ ვინ ეკითხება პოლიტიკური განცხადებების გაკეთება (უთითებს თუ ვინ აღიარა). ამათ განცხადებას წაივიკითხავთ მხოლოდ ჩვენ. ამის შესახებ განცხადება უნდა გააკეთოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
Shota
07 თებერვალი 2016 14:01
0
ს.გ. ზუგდიდი დაისაჯოს და ქვედა ლიგაში გაიგზავნოს!
ზვიადი
07 თებერვალი 2016 14:01
0
ამათი "განცხადება" კიდევ უფრო სამარცხვინოა
DDD
07 თებერვალი 2016 13:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული