"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კიდევ ერთხელ სურს თქვენ მიმართ ღრმა პატივისცემის გამოხატვა და მადლობის გადახდა თბილი მიღებისთვის ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარს უჭერს თქვენს კანდიდატურას ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 26 თებერვალს, ფიფას საგანგებო კონგრესის ფარგლებში გაიმართება.
გვჯერა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ფიფა ის ორგანიზაცია გახდება, რომელიც წევრ ფედერაციებს პატივს სცემს, მხარს დაუჭერს და მიზანმიმართულად იმუშავებს ჩვენი სპორტის განვითარებაზე. დარწმუნებულნი
სფფ-ის პრესსამსახური