ლევან კობიაშვილმა ჯანი ინფანტინოს წერილი გაუგზავნა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში ჯანი ინფანტინოს მხარდაჭერას უცხადებს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატს სპეციალური წერილი გაუგზავნა.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კიდევ ერთხელ სურს თქვენ მიმართ ღრმა პატივისცემის გამოხატვა და მადლობის გადახდა თბილი მიღებისთვის ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარს უჭერს თქვენს კანდიდატურას ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 26 თებერვალს, ფიფას საგანგებო კონგრესის ფარგლებში გაიმართება.

გვჯერა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ფიფა ის ორგანიზაცია გახდება, რომელიც წევრ ფედერაციებს პატივს სცემს, მხარს დაუჭერს და მიზანმიმართულად იმუშავებს ჩვენი სპორტის განვითარებაზე. დარწმუნებულნი
ვართ, რომ თქვენ დიდი ენერგიითა და ენთუზიაზმით მოემსახურებით სპორტს, რომელიც ჩვენ ყველას გვიყვარს და გვაერთიანებს."

Sportall.Ge

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული