სოხუმი არაღიარებული ქვეყნების 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

AutoSharing Option
დე-ფაქტო აფხაზეთი არაღიარებული ქვეყნების 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას 12 არაღიარებული ქვეყნის გუნდი მიიღებს. ტურნირზე მასპინძლებთან ითამაშებენ არაღიარებული სამხრეთ ოსეთის, დნეპრისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის ნაკრებები.

გადაწყვეტილება ConIFA-ს აღმასკომმა ერთხმად მიიღო. ორგანიზაცია იმ ქვეყნებსა და ავტონომიების ფედერაციებს აერთიანებს, რომლებსაც ფიფა არ ცნობს.

ჩემპიონატი 28 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით გაიმართება და ყველა შეხვედრა სოხუმის "დინამოს" სტადიონზე ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ საიტმა fusion.net-მა შეცდომით თბილისის "დინამოს" სტადიონი "დინამო არენა" სოხუმის "დინამოს" სტადიონად "გაასაღა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული