[ოთხშაბათის საკითხავი] ცუდია, ცუდი...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი კვლავ ვაკანტურია და სანამ ეს ასეა, სწორედ ეს არის მთავარი თემა ქართულ ფეხბურთში. სხვა თუ არაფერი, კარს მოგვადგა სანაკრებო ამხანაგური მატჩები...

დღეს საქმე ასეა: კვალიფიციური უცხოელის იმ თანხითა და მოდელით მოთაფვლა, რის გაცემასაც ფეხბურთის ფედერაცია ვარაუდობს, საძნელო საქმე უნდა იყოს. ცოდვა გამხელილი სჯობს და ისე გვგონია, რომ ჯერ არც ჩვენი გუნდის დღევანდელობა ითხოვს გინდა თუ არა უცხოელ სპეციალისტს.

საქმეში კარგად ჩახედული, ბევრის მნახველი ხალხი ამბობს - ჩამოვიყვანოთ უცხოელი მწვრთნელი, ერთი რომელიმე საფეხბურთო სკოლის მიმდევარი
და ის ჩვენს ბიჭებს სწორ ფეხბურთს ასწავლისო.

მე კი ასე მგონია: სანაკრებო, რამდენიმედღიანი შეკრებებისას მწვრთნელს ძალიან უნდა გაუჭირდეს შეგირდებისათვის სწორი ფეხბურთის სწავლა. ამის გაკეთება სხვანაირად შეიძლება.

ყველა კლუბი ვალდებული უნდა იყოს, ჰქონდეს თავისი საბავშვო აკადემია. ამ აკადემიაში უნდა დასაქმდნენ მცოდნე მწვრთნელები. საკამათო არავისთვის უნდა იყოს, რომ ბავშვს სწორ ფეხბურთს მანამ უფრო ასწავლი, სანამ ის ბავშვია და სანამ დრო მეტია.

ხშირად გამიგონია, ამა თუ იმ ნაკრების მწვრთნელი პირად საუბრებში მაინც გამოთქვამს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ "ფეხბურთელები ელემენტარულ რამეებს სანაკრებო შეკრებებზე სწავლობენ".

და ისინი მართლები არიან. ნაკრები ის ადგილი არ არის, სადაც უნდა ისწავლო. ნაკრებში ნასწავლი უნდა მიხვიდე და მერე ლექტორი (მწვრთნელი) გადაწყვეტს, ჩააბარებ თუ არა გამოცდას. არადა, როგორ მიხვალ ნასწავლი, როცა ქართულ კლუბებს, მათ უმრავლესობას, ელემენტარული ცოდნის გაცემის რესურსიც კი არ აქვს.

ამ საჭირბოროტო თემას უახლოეს მომავალში კიდევ მივუბრუნდებით, მანამდე კი ეს უნდა ვთქვა - ჩემი აზრით, უმაღლესი ლიგის ყველა კლუბს უნდა ჰქონდეს გამართული საკლუბო აკადემია. თუ ადგილზე არ გვყოფნის სპეციალისტები, მათ კვალიფიციური უცხოელები უნდა მივაშველოთ. თუ არ აქვს აკადემია, ასეთ კლუბს უძლიერესთა შორის არც არაფერი ესაქმება.

* * *
ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების გაწვრთნა შოთა არველაძეს შესთავაზა და უარი მიიღო - ასე შევიტყვეთ გუშინ.

უარი ცუდია. შოთას ჯერ არ ჰქონია ხმაურიანი წარმატებები სამწვრთნელო ასპარეზზე, მაგრამ მისი საფეხბურთო ერუდიცია, ფეხბურთისადმი მიდგომა გვაძლევს უფლებას, ვივარაუდოთ, რომ ის ოდესმე "გაისვრის".

და რატომ არ უნდა მოხდეს ეს საქართველოს ნაკრებში? შოთა აქ შინაური კაცია. მან ამ გუნდის ყველაფერი იცის და რატომ არ უნდა იყოს საქართველოს უპირველეს გუნდში მუშაობა მისი სამწვრთნელო აღმავლობის დასაწყისი?

ფეხბურთის ფედერაცია და გია გეგუჩაძე ერთხმად ამბობენ, რომ ახალგაზრდული ნაკრების დღევანდელი მწვრთნელი ეროვნულ გუნდს არ ჩაიბარებს. ერთი შეხედვით, ისე ჩანს, რომ შექმნილ ვითარებაში საუკეთესო კანდიდატურა სწორედ შოთა იქნებოდა, მაგრამ...

ათასი მიზეზის გამო დღეს მას არ სურს საქართველოს ნაკრების გაწვრთნა და მე მისი მესმის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 28 /
ლევან რა გააკეთე მგონი ქართული ფეხბურთის წინ სვლა სულ არ გადარდებს დააბრუნეთ ცხადაძე
dato
18 თებერვალი 2016 01:24
0
მაიკ ტაისონი ხომ არ მოგვესინჯა?
Aburjga
17 თებერვალი 2016 23:20
0
კობიაშვილი აჩმახებს რა! ძაან კარგად ქონდა ცხადაძეს აწყობილი გუნდი და ლევანიმ სულ არივ დარია ნაკრები! მიეცათ რაც კონტრაქტში ეწერა ის თანხა. რა სხვა უაზროდ შეჭმული ფული ფედერაციაში ვერ ნახეს?? ეხლა ცხადაძის გაშვება იქნებოდა???
Mtieli
17 თებერვალი 2016 22:37
0
დროულად დანიშნეთ ნაკრების მწვრთნელი და ბატვანი ილია კოკაია დააბრუნეტ საჩქაროდ!
vaso
17 თებერვალი 2016 21:22
0
სრულიად გულწრფელად ვფიქრობ, რომ არცერთი თავმოყვარე მწვრთნელი ჩვენს ნაკრებს ბოლო სკანდალების შემდეგ არ ჩაიბარებს. საერთოდაც, ჩვენ გვყავს გიბრალტარისა და სან მარინოს დონის ნაკრები რაშიც ფულის ყრას რაც დროულად მოვეშვებით მით უკეთესი. დავნიშნოთ ეროვნული ჩემპიონატიდან ვინმე სიმბოლურად. თუ მაინცდამაინც ზედმეტი ფული გვაწუხებს მივმართოთ ბავშვთა ფეხბურთში
გიორგი
17 თებერვალი 2016 21:18
0
მე ჩემი მოსაზრება მაქ შოთასთან დაკავშირებით და ვთვლი, რო კაი მწვრთნელი ვერასდრო სგახდება. "გაიყინა" უკვე. ნაკრების მწვრთნელს რაც შეეხება, ფაქტია, რო არ გვყავს მაღალი დონი სქართველი მწვრთნელი. უნდა დაინიშნოს უცხოელი, ყველა ვარიანტში.
elguja
17 თებერვალი 2016 20:42
0
ეროვნულ ნაკრებს ესაჭიროება ახალგაზრდა უცხოელი მწვრთნელი, რომელსაც აქვს ნაკრებში მუშაობის გამოცდილება და სჯერა წარმატების!
გუჯა კახაძე
17 თებერვალი 2016 19:44
0
შოთას უარი სრულიად ლოღიკურია და არგუმენტირებულიც.თემურ ქეცბაიაცა და შოთაც გუნდის მწვრთნელები არიან თავისი მენტალიტეტით და წარმატებებს იქ მიაღწევენ მხოლოდ. დაჯიჯგნეთ და გააცამტვერეთ თემური-ერთი ამოსუნქების საშუალება არ მიგიციათ.ადგა და ჭავიდა.ეხლა დადექით და მის წარმატებებს უყურეთ.ვინმე ნიჭიერი და უნარიანი როგორც გამოჩნდება-ეგრევე უნდა დაამიწოთ; ბუნება გაქვთ ასეთი.ან ცხადაძეს რა დამართეთ?რა,შოთას თვალწინ არ მოხდა ეს ყველაფერი?
გიორგი
17 თებერვალი 2016 18:38
0
ვფიქრობ ფედერაცია ძოძუაშვილს დანიშნავს აგერ ნახეთ ასე თუ არ იქნება. ისე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
ზვიადი
17 თებერვალი 2016 17:28
0
თუ გუნდს ბავშვთა აკადემია არა აქვს ცუდია ეს,რა თქმა უნდა ცუდია,მაგრამ დავეშვათ მიწაზე და რეალურად შევხედოთ დღეს არსებულ სიტუაციას:არა თუ აკადემია ბევრ გუნდს საკუთარი მოედანი (არა სტადიონი) არა აქვს უმაღლეს ლიგაში და ქირაობს მას.რაც შეეხება ნაკრების მწვრთნელის ვინაობას; მეც ადგილობრივისკენ ვიხრები ამ ეტაპზე.
sake
17 თებერვალი 2016 17:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული