[ოთხშაბათის საკითხავი] ცუდია, ცუდი...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი კვლავ ვაკანტურია და სანამ ეს ასეა, სწორედ ეს არის მთავარი თემა ქართულ ფეხბურთში. სხვა თუ არაფერი, კარს მოგვადგა სანაკრებო ამხანაგური მატჩები...

დღეს საქმე ასეა: კვალიფიციური უცხოელის იმ თანხითა და მოდელით მოთაფვლა, რის გაცემასაც ფეხბურთის ფედერაცია ვარაუდობს, საძნელო საქმე უნდა იყოს. ცოდვა გამხელილი სჯობს და ისე გვგონია, რომ ჯერ არც ჩვენი გუნდის დღევანდელობა ითხოვს გინდა თუ არა უცხოელ სპეციალისტს.

საქმეში კარგად ჩახედული, ბევრის მნახველი ხალხი ამბობს - ჩამოვიყვანოთ უცხოელი მწვრთნელი, ერთი რომელიმე საფეხბურთო სკოლის მიმდევარი
და ის ჩვენს ბიჭებს სწორ ფეხბურთს ასწავლისო.

მე კი ასე მგონია: სანაკრებო, რამდენიმედღიანი შეკრებებისას მწვრთნელს ძალიან უნდა გაუჭირდეს შეგირდებისათვის სწორი ფეხბურთის სწავლა. ამის გაკეთება სხვანაირად შეიძლება.

ყველა კლუბი ვალდებული უნდა იყოს, ჰქონდეს თავისი საბავშვო აკადემია. ამ აკადემიაში უნდა დასაქმდნენ მცოდნე მწვრთნელები. საკამათო არავისთვის უნდა იყოს, რომ ბავშვს სწორ ფეხბურთს მანამ უფრო ასწავლი, სანამ ის ბავშვია და სანამ დრო მეტია.

ხშირად გამიგონია, ამა თუ იმ ნაკრების მწვრთნელი პირად საუბრებში მაინც გამოთქვამს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ "ფეხბურთელები ელემენტარულ რამეებს სანაკრებო შეკრებებზე სწავლობენ".

და ისინი მართლები არიან. ნაკრები ის ადგილი არ არის, სადაც უნდა ისწავლო. ნაკრებში ნასწავლი უნდა მიხვიდე და მერე ლექტორი (მწვრთნელი) გადაწყვეტს, ჩააბარებ თუ არა გამოცდას. არადა, როგორ მიხვალ ნასწავლი, როცა ქართულ კლუბებს, მათ უმრავლესობას, ელემენტარული ცოდნის გაცემის რესურსიც კი არ აქვს.

ამ საჭირბოროტო თემას უახლოეს მომავალში კიდევ მივუბრუნდებით, მანამდე კი ეს უნდა ვთქვა - ჩემი აზრით, უმაღლესი ლიგის ყველა კლუბს უნდა ჰქონდეს გამართული საკლუბო აკადემია. თუ ადგილზე არ გვყოფნის სპეციალისტები, მათ კვალიფიციური უცხოელები უნდა მივაშველოთ. თუ არ აქვს აკადემია, ასეთ კლუბს უძლიერესთა შორის არც არაფერი ესაქმება.

* * *
ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების გაწვრთნა შოთა არველაძეს შესთავაზა და უარი მიიღო - ასე შევიტყვეთ გუშინ.

უარი ცუდია. შოთას ჯერ არ ჰქონია ხმაურიანი წარმატებები სამწვრთნელო ასპარეზზე, მაგრამ მისი საფეხბურთო ერუდიცია, ფეხბურთისადმი მიდგომა გვაძლევს უფლებას, ვივარაუდოთ, რომ ის ოდესმე "გაისვრის".

და რატომ არ უნდა მოხდეს ეს საქართველოს ნაკრებში? შოთა აქ შინაური კაცია. მან ამ გუნდის ყველაფერი იცის და რატომ არ უნდა იყოს საქართველოს უპირველეს გუნდში მუშაობა მისი სამწვრთნელო აღმავლობის დასაწყისი?

ფეხბურთის ფედერაცია და გია გეგუჩაძე ერთხმად ამბობენ, რომ ახალგაზრდული ნაკრების დღევანდელი მწვრთნელი ეროვნულ გუნდს არ ჩაიბარებს. ერთი შეხედვით, ისე ჩანს, რომ შექმნილ ვითარებაში საუკეთესო კანდიდატურა სწორედ შოთა იქნებოდა, მაგრამ...

ათასი მიზეზის გამო დღეს მას არ სურს საქართველოს ნაკრების გაწვრთნა და მე მისი მესმის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 28 /
მოასჰორეტ ეს არველადზეები ქარტულ პეხბურტსს
kakula
17 თებერვალი 2016 17:06
0
ნაკრების მწვრთვნელი?უნდა იპოვოს კობიაშვილმა ახალგაზრდა გერმანელებში მომავალი ,,კლოპი,,ჰაინკესი,,.ახალგაზრდა ამბიციური გერმანელი დათანხმდება მცირე ხელფასს ბონუსებით..
ზაზა
17 თებერვალი 2016 16:26
0
ეს კაცი გაიტანეთ. სადაც მწვრთელად იყო არსად არ ივარგა. ახლა სწავლის დრო არ არის. სტატიის დამწერს კი ძალიან უნდა არველაძე რო მწვრთნელი გახდეს. ....
jjj
17 თებერვალი 2016 16:20
0
ვეთანხმები ალეკოს!,,თუ,,ზედმეტია!უცხოელი სპეციალისტები აუცილებელია!და თუ კლუბს არ აქვს აკადემია,ე.ი.არ ფიქრობს მომავალზე,მაშინ მის არსებობას აზრი არ აქვს!ხოლო ბიუჯეტის ხარჯზე სრულიად მიუღებელია!თუ კერძო ბიზნესმენი შეინახავს კლუბს და მას მეტი საშუალება არ გააჩნია,მაშინ–დასაშვებია...
ზაზა
17 თებერვალი 2016 16:17
0
შოთას უარი სრულიად ლოღიკურია და არგუმენტირებულიც.თემურ ქეცბაიაცა და შოთაც გუნდის მწვრთნელები არიან თავისი მენტალიტეტით და წარმატებებს იქ მიაღწევენ მხოლოდ. დაჯიჯგნეთ და გააცამტვერეთ თემური-ერთი ამოსუნქების საშუალება არ მიგიციათ.ადგა და ჭავიდა.ეხლა დადექით და მის წარმატებებს უყურეთ.ვინმე ნიჭიერი და უნარიანი როგორც გამოჩნდება-ეგრევე უნდა დაამიწოთ; ბუნება გაქვთ ასეთი.ან ცხადაძეს რა დამართეთ?რა,შოთას თვალწინ არ მოხდა ეს ყველაფერი?
გიორგი
17 თებერვალი 2016 16:10
0
icit ra mainteresebs??tugindat rom yvelapers echvis tvalit arshevxedot da yvelas mimart rwmena martla dagvekargos (rac awyobt zog zogiertebs )gamoaqveynet cxadazis kontraqti...da kide meore:tqven kapikebis kinklaobas isedac gawiruli qartuli fexburti rom ewireba verxedavt tu maincadamaic tanamdebobaze tuarzixar argexebat visac xma migiwvdebat?sadchans tqveni siyvaruli pexbutisadmi??chivadze,shengelia,gabelia,dzoduashvilo da yvelas visac gtkivat da giyvart tu martlagiyvart da gtkivat pexburti da saertot saqartvelo????
77
17 თებერვალი 2016 15:59
0
თუ შოთას ნაკრებს ჩავაბარებთ მაშინ უნდა მივცეთ მუშაობის საშვალება კონტრაქტი უნდა იყოს მინიმუმ 5 წელი შეიძლება მეტიც, მივცეთ შოთას საშვალება და შედეგი იქნება მოგვიანებით, ის ალალი კაცია ფეხბურთის მიმართ და და ეს არის მთავარი.
ფოთელი
17 თებერვალი 2016 15:57
0
კოხტაპრუწობის დრო არაა. გეგუჩაძეე!!!!
Gia
17 თებერვალი 2016 15:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული