SOS: გადავარჩინოთ აკაკი დევაძე!

AutoSharing Option
გულშემატკივრებისთვის ძალიან მძიმედ გასაგები ამბავია - კაკო დევაძე უმძიმეს მდგომარეობაშია!

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე საქართველოს ეროვნული ნაკრების კარს წლების განმავლობაში იცავდა. თავი იმითაც დაგვამახსოვრა, რომ ფეხბურთს ნაადრევად შეეშვა და 3-წლიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთს და ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა.

ის ქართველ მეკარეთა შორის პირველი იყო, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად რომ (1995) დაასახელეს და ჩვენს სიყვარულსა და აღტაცებას იწვევდა.

მაგრამ დევაძე, რომელმაც სამჯერ გადაიტანა კლინიკური სიკვდილი, ახლა ისევ უმძიმეს მდგომარეობაშია: საქმე ისაა, რომ წლების წინ ღვიძლის გამო ჯანმრთელობა ძალიან შეერყა. იმკურნალა და
ბოლო წლებში, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებსა და მეორე ლიგის "ვარკეთილის" მეკარეთა მწვრთნელად მუშაობდა.

სამწუხაროდ, 2015 წლის ოქტომბრიდან კაკოს მდგომარეობა ისევ გაუარესდა. თურქეთში, კლინიკაში სტუმრობის შემდეგ ექიმის დასკვნა გააცნეს, სადაც წერია, რომ გადასარჩენად სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის ოპერაცია და ადგილზე 3-თვიანი რეაბილიტაციის კურსის გავლა.

ოპერაცია 70 ათასი დოლარი ჯდება, რეაბილიტაცია და წინასაოპერაციო ყველა ანალიზი - 10 ათასი დოლარი, ამას ემატება დონორის თანხა.

დახმარება თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, ზოგს ლარით, ზოგს კი - 100 ათასი დოლარით.

ტელეფონები:
5-93-956330
5-79-677447
5-55-445913


საქართველოს ბანკის კოდი BAGAGE 22
მიმღების ანგარიშის ნომერი GE52BG0000000692294500
მკითხველის კომენტარები / 15 /
კალაძისთვის ეგ ფული რესტორანში ერთხელ დასახარჯი თანხაა, იქნებ ერთხელ სახლში ისადილოს!
daviti
21 თებერვალი 2016 23:03
0
მთელი საქართველო და ფეხბურთის სამყარო ფეხზე უნდა დადგეს.
vaxvax
21 თებერვალი 2016 22:00
0
თავის მოკვლა სამშობლოს ღალატია.მართლა მაგარი კაცია და გმერთი არ გასწირავს.
Mindia123
21 თებერვალი 2016 19:14
0
ჩვენ რაც შეგვიძლია ხალხს გადავრიცხავთ მაგრამ კალაძეს და ძმანი მისნი განძრიონ ტრაკი
ბექა
21 თებერვალი 2016 19:08
0
ჩვენ მისი გულშემატკივრები ყველაფერს ვიზავთ მარა ეს თანხა რო არ ეყოს ფედერაციამ დაამატოს თორე ფულის ნაკლებობის გამო ამ კაცს რამე რო მოუვიდეს პირადად ფედერაციასთან ბენზინს გადავისხავ და თავს მოვიკლავ
misha
21 თებერვალი 2016 17:39
0

სიახლეები პოპულარული