ზუგდიდში ახალი, უეფას III კატეგორიის სტადიონის მშენებლობა დაიწყო

AutoSharing Option
ზუგდიდში ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, კაფსულის ჩადებით, მშენებლობას საფუძველი გიორგი კვირიკაშვილმა ჩაუყარა.

დიდი ხანია, ზუგდიდელები სტადიონის მშენებლობას ელოდებიან. პრემიერის თქმით, მათ ახლო მომავალში 7200-ზე მეტ მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო არენა ექნებათ, რომელიც უეფას III კატეგორიას დააკმაყოფილებს.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი, თანამედროვე სტადიონი მთლიანად რეგიონის განვითარებას წაადგება.

ტრიბუნებზე იქნება მაყურებელთა 10 შესასვლელი, ასევე,  სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანების მისასვლელები. დასავლეთ ტრიბუნასთან განთავსდება ავტობუსის პარკინგი გუნდების, ქომაგებისა და მედიისთვის. ტრიბუნების ქვეშ განლაგდება მაღაზიები, კვების ობიექტები, გუნდების ოთახები, საშხაპეები,
მსაჯების ოთახები...

სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს. სტადიონს ასევე ექნება 1224 მაყურებელზე გათვლილი სათადარიგო მოედანი. ძირითადი მოედანი ბუნებრივი საფარით დაიფარება, ხოლო სათადარიგო - ხელოვნურით.

პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია. სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის კი 9,747 მილიონი ლარია გამოყოფილი. ამჟამად მიწისზედა გრუნტზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მერამდენედ შენდება?
giga
12:35 22-02-2016
0
ადრე ეწერა,რომ 7–8მილიონი მილონი ლარი დაჯდებოდა/რამ გააძვირა 20–მდე?
zaza
12:43 22-02-2016
0

სიახლეები პოპულარული