რა ხდება ზუგდიდის სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით?!

AutoSharing Option
ზუგდიდის უეფას მე-3 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა.

სამშენებლო სამუშაოები მოიცავს სტადიონის გადახურვისა და განათების, სახანძრო სისტემის და პარკინგის სივრცის, ვენტილაციის და გათბობა-გაგრილების სისტემის მოწყობას, გახმოვანების სამონტაჟო სამუშაოებს, ტერიტორიის კეთილმოწყობას.

სათადარიგო სტადიონი გათვლილია 1200 მაყურებელზე და მასზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, ტრიბუნა, გასახდელები და დამხმარე სათავსოები, ვენტილაციისა და გათბობა-გაგრილების სისტემები და ჩატარდება სხვა აუცილებელი სამუშაოები.

სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 10.5 მილიონი ლარია. სამუშაოების ნაწილი 2019 წელს შესრულდება.

სტადიონის მშენებლობა, რომელიც ჯანაშიას ქუჩაზე მდებარეობს, მშენებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაკვეთით 2016 წელს დაიწყო. მისი მშენებლობა 2017 წლის 30 სექტემბრამდე უნდა დასრულებულიყო. პროექტის მთლიანი ღირებულება ჯამში 20 მლნ ლარს შეადგენდა. თუმცა სტადიონის დადგენილ სტანდარტსა და ვადაში დასრულება ამ დრომდე არ მოხდა; უფრო მეტიც, სამუშაოები უხარისხოდ და ნორმების უხეში დარღვევით შესრულდა.

მშენებლობას კომპანია "დაგი" ახორციელებდა. გამოვლინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი:

  • მინდვრის საფარს გარშემო რკინა-ბეტონის ჯებირი აქვს შემოვლებული, რომელთანაც შეჯახებისას ფეხბურთელებმა მძიმე ტრავმა შეიძლება მიიღონ.
  • ტრიბუნები ისეა მოწყობილი, რომ მაყურებელთა ნაწილი მოედანს კარგად ვერ ხედავს - მათ გვერდიდან ბეტონის კედელი ეფარებათ.
  • მინდვრის საფარი უსწორმასწოროა და რადგანაც სათანადოდ არ უვლიან, თითქმის გამხმარია.
  • წყალსადენი სისტემის გაუმართაობის გამო ნაწვიმარი წყალი ტრიბუნებზე გროვდება.

მოკვლევა "ფლანგვის დეტექტორმა" აწარმოა. როგორც "ფლანგვის დეტექტორი" განმარტავს, ზუგდიდის მერიაში სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, მერიაში კი თითქმის ორჯერ გაზრდილ პროექტის ბიუჯეტს სამშენებლო ხარჯებზე მომატებული ფასებით ხსნიან, გამოვლენილ ხარვეზებს კი "საპროექტო შეცდომებს" უწოდებენ.

წყარო: https://odishinews.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
ქართველების გაკეთებული საქმე ესაა.კორუფცია კი არა თავმოუბმელობა!
გელა ნუგზარაშვილი
19:05 10-02-2020
0
ვინც აშენებს არც ქვეყანა უყვართ და არც კანონების ეშინიათ. ცხრაჯერ გასაკეთებელი რო არიყოს ხო შეიძლება. დაგი რო ვიხაც ჩინოვნიკის არის ხო ეტყობა. ფულებს იდებენ საქმე არ კეტდება. არც თხოვენ. ხელფასაც არუხდიდნენ მუშა პერსონალს. სახელმწიფო კი არა კანტორაა.
levan
17:33 29-08-2019
1

სიახლეები პოპულარული