მოლოდინი: დაბრუნდებიან "ზესტაფონი" და ილია კოკაია?

AutoSharing Option
თერჯოლის "საპოვნელამ" და თბილისის "დინამომ" საფეხბურთო სეზონი ზესტაფონში განაახლეს. მეტოქეთა გულშემატკივრების გარდა, მატჩს ფეხბურთს მონატრებული ზესტაფონელებიც დაესწრნენ.

"ზესტაფონის" ფანკლუბის ლიდერი კოტე ბოჭორიშვილი იმედოვნებს, რომ დავით აბაშიძის სახელობის სარბიელზე საყვარელ კლუბსაც მალე იხილავს.

"ფეხბურთის ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ საფეხბურთო ჩემპიონატების რეფორმირებაზე რევოლუციური გადაწყვეტილება მიიღო. ეს ის პროგრამაა, რომელიც ბიზნესს ფეხბურთისკენ შემოატრიალებს. ამიტომ გაგვიჩნდა იმედი, რომ ილია კოკაია კლუბს აღადგენს და ზესტაფონელებს სიხარულს დაგვიბრუნებს", - ამბობს ბოჭორიშვილი.

"საპოვნელა"-"დინამოს" მატჩის შემდეგ ძალიან ემოციური პოსტი გამოაქვეყნა "ზესტაფონის" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, სათაურით: "ზესტაფონი - სავსე ტრიბუნების ქალაქი".

"ჩვენ აღარ გვყავს გუნდი. ეს ბევრ რამეს ცვლის - უგემოდ დარჩენილი ეკიპაჟი და მიტოვებული ტრიბუნა ვართ. ჩვენ, უბრალოდ, გვენატრება, რომ გვიყვარდეს და გვჯეროდეს გუნდის, გვწამდეს ბიჭების, რომლებიც თამაშის მერე მოვლენ და ტაშს დაგვიკრავენ, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ვუკრავდით ტაშს. იმის გამოც, რომ ისინი გვიყვარდნენ.

არ ველოდები, რომ ვინმეს გულამდე მივა ეს წერილი და არც არავის ვთხოვ, აღადგინოს გუნდი. არ მინდა, ვიღაცის კეთილ ნებაზე ვიყოთ დამოკიდებულნი, რადგან არ მინდა, ვინმემ ამ სიყვარულზე ისე ითამაშოს, როგორც მოედანზე. ჩვენ მაინც გვეყვარება გუნდი, რომც არ იარსებოს.

პატარა ქალაქია ზესტაფონი, ცხოვრება მომაბეზრებელია და უემოციო. თითქმის სამი წელი გავიდა და ქალაქში ისევ გაკრულია ჯაბა დვალის აფიშები. ვავსებდით ტრიბუნებს, ვემზადებოდით საყვირლად და ამით ბედნიერები და მხიარულები ვიყავით. გუნდი იყო ამ ქალაქის სული და ემოცია. სუნთქვასავით ჩვეულებრივი მოვლენა იყო სტადიონზე მისვლა...

ახლა მხოლოდ ვიხსენებთ. მიხვიდე შენი გუნდის სტადიონზე და სხვას უქომაგო - გულს გტკენს. სხვამ უქომაგოს - უფრო მაგრად გტკენს. სხვას უქომაგონ - გკლავს. ჩვენს საფარზე ჩვენი გუნდი უნდა თამაშობდეს. ჩვენს ტრიბუნაზე ჩვენ უნდა ვიდგეთ (ვისხდეთ) და საყვარელ გუნდს ვამხნევებდეთ. უსამართლობაა უგუნდობა და სიყვარულის წართმევა - ჩვენ გვიყვარდა პატარა ქალაქის დიდი გუნდი. ახლა გვიყვარს წარსული", - წერს ქომაგი.

ნუთუ, ეს ლამაზი გუნდი მართლა წარსულია? ცნობილია, რომ "ზესტაფონი" უმაღლესი ლიგიდან მოკვეთეს, შემდეგ პირველიდანაც, ბოლოს კი მის მეპატრონე ილია კოკაიას ფეხბურთში საქმიანობა აუკრძალეს. მაგრამ ფეხბურთის ფედერაციაში ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ მათი დაბრუნების იმედი გაჩნდა.

18 თებერვალს სფფ-ის თავკაცებმა ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა წარადგინეს და ცხადი გახდა - ფეხბურთში სერიოზული რეფორმა იწყება. ამ პროგრამაში იყო სწორედ ისეთი დეტალები, რასაც კოკაია წლების განმავლობაში ითხოვდა - სახელმწიფო ფეხბურთს გვერდში დაუდგა, ეროვნული ჩემპიონატის დონის ასამაღლებლად კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმა, მათ შორის - დაფინანსების სისტემაში: ჩემპიონი 3,5 მილიონ ლარს მიიღებს, ხოლო გავარდნილი გუნდი, სულ მცირე, 2 მილიონს; ყველა კლუბი (სახელმწიფოც და კერძოც) თანაბრად დაფინანსდება და მალე 10-გუნდიანი ჩემპიონატიც აიღებს სტარტს...

ეს ისეთი სტიმული უნდა იყოს, წესით, კოკაია და "ზესტაფონი" ქართულ ფეხბურთს უნდა დაუბრუნდნენ. ეს რომ ტყუილი იმედი არ არის, ამაზე დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მდგომარეობაც მეტყველებს. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის 12 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსული უხვი ნალექისა და გრიგალის გამო არენას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა (დაიტბორა მოედანი, ეკიპირებისა და ტექნიკის საწყობები, განადგურდა სატრენაჟორო დარბაზი, დაზიანდა სათადარიგო ფეხბურთელთა განსათავსებელი კონსტრუქციები), ახლა მოედნის საფარი იდეალურ მდგომარეობაშია. მეტიც, ის იმდენად კარგადაა მოვლილი, ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატისა და ახალგაზრდული ნაკრების მატჩებისთვის იქირავა.

ზესტაფონში გუნდის აღდგენის რეალური იმედი რომ არ ჰქონდეთ, ძვირად ღირებული მოედნის მოვლაში ფულს ხომ არავინ დახარჯავდა?!.

ვნახოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
We'll be back!
vasilich
27 თებერვალი 2016 09:01
0
წარმატებებს გისურვებთ ზესტაფონლებო. იმედია მალე დაამშვენებთ საქართველოს ჩემპიონატს
beqa
26 თებერვალი 2016 00:14
0
კობი არ დაგავიწყდეს, ვისი მხარდაჭერითაც გახდი პრეზიდენტი! სასწრაფოდ ზესტა უმაღლესში! ილია კოკაია ბრუნდება! აი ეგრე! გაიხარეთ ბ-ნო ილია!
sardion
23 თებერვალი 2016 22:13
0
კობიაშვილი არაფერ შუაშია და კოკაიას რაც შეეხება შეუძლია გააკეთოს განცხადება რას აპირებს საბოლოოდ
inkognito
23 თებერვალი 2016 21:25
0
ჩემი აზრით ილია კოკაია არ არის ფრთიანი ანგელოზი, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიდეთ ფეხბურთის და ზესტაფონელების ინტერესებიდან. კოკაიას უნდა აღუდგეს ფეხბურთში საქმიანობის უფლება და ფედერაციამ ფორმა უნდა მოიფიქროს როგორ დაბრუნდეს ზესტაფონი პირველ წელს თუნდაც პირველ ლიგაში.
წარმატებები ზესტაფონს და ქართულ ფეხბურთს!
georgian
23 თებერვალი 2016 18:57
0
gizog
მართალი კი ხარ, მაგრამ ზესტას დაჩაგვით ვინც "ისარგებლა" შარშან, ზესტას მიმართ სიჭინავას, რეზის და ჯუღელის ხელით გატარებული საზიზღრობა თუ იუხერხულა რომელიმემ?!
bagrati
23 თებერვალი 2016 18:06
0
იმერლებო, კოკაია, ზესტაფონო:გელოდებიტ!
kaxeli papa
23 თებერვალი 2016 18:05
0
მოდით ვაღიაროთ, ბოლო წლების ერთადერთი ნათელი წერტილი ქართული კლუბებიდან ზესტაფონი იყო, ერთადერთი გუნდი, რომელიც ევროტურნირებზე არ შეგარცხვენდა და რა უქნეს ასეთ გუნდს
koba
23 თებერვალი 2016 16:34
0
ძნელი იქნება დაბრუნების სწორი, სამართლიანი გზის მოძებნა, მაგრამ ეს სასწრაფოდ გასაკეთებელია, რომ შემდეგ რომელიმე უდანაშულო გუნდის ინტერესების დაზიანების ხარჯზე არ მოხდეს ეს. დროზეა სამუშაო დასაწყები, თუმცა მჯერა ამ კუთხით, ე. ი. ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ, რაღაც ნაბიჯები უკვე იქნება გადადგმული.
gizog
23 თებერვალი 2016 15:58
0
მჯერა ზესტაფონი დაბრუნდება და გაადზლიერებს ცემპიონატს
ალეკსანდრე
23 თებერვალი 2016 15:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული