ფერნანდო იეროს ძმა მანოლო "საბურთალოს" სპორტული დირექტორი გახდება

AutoSharing Option
"საბურთალოში" მნიშვნელოვანი სიახლეა: რამდენიმე დღეში თბილისში ჩამოვა ესპანელი მანოლო იერო, რომელიც თბილისური კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობას დაიკავებს.

"საბურთალოს" აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ და ესპანელმა სპეციალისტმა ხელშეკრულება (ძალაში 1-ლი მარტიდან შედის) უკვე გააფორმეს. ახალი სპორტული დირექტორის დაქვემდებარებაში იქნება, ფაქტობრივად, "საბურთალოს" ყველა ასაკობრივი გუნდი.

გემახსოვრებათ, 2015 წლის ოქტომბერში, "საბურთალოს" მოწვევით, თბილისში მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ლეგენდარული ფერნანდო იერო იმყოფებოდა, რომელმაც ახლოს გაიცნო დედაქალაქური კლუბი, დაათვალიერა ინფრასტრუქტურა... მანოლო მისი ძმა გახლავთ და "საბურთალოში" მისი დანიშვნა სწორედ ამ საქმიანი ურთიერთობის შედეგია.

საინტერესოა, რომ ძმისგან განსხვავებით, თავის დროზე მანოლო "რეალის" მოსისხლე მტრის, "ბარსელონას" შემადგენლობაში ირიცხებოდა, თუმცა ამ გუნდის მაისურით ერთი ოფიციალური მატჩიც არ ჩაუტარებია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული