"არ გრცხვენიათ?! ადამიანი იხვეწება, არ მინდა სიკვდილიო... სად დავკარგეთ ქართველობა?"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მამუკა წერეთელი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" აკაკი დევაძის ჯანმრთელობასა და მხარდაჭერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარის მდგომარეობა 2015 წლის ოქტომბრიდან გაუარესდა. თურქულ კლინიკაში მას უთხრეს, რომ სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის ოპერაცია და ადგილზე 3-თვიანი რეაბილიტაციის კურსი, ოპერაცია კი 50 000 დოლარი უჯდება.
გადავარჩინოთ კაკო დევაძე! - საქველმოქმედო მატჩი და ნაკრების აქცია
აკაკი დევაძე: მას შემდეგ ტელეფონი არ გაჩერებულა...

მამუკა წერეთლის განცხადების ტექსტს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, უცვლელად გთავაზობთ:

"ქართველი ნოვი ღრუზინები, რომლებსაც ბრექაობაში
ბადალი არ ჰყავთ, ათიათასობით ევროს რომ ბევრ სისულელეში აგდებენ, მეტიც, საყვარელს, ბოდიში და ქვედა საცვლებში მინიმუმ 1 000 ევროს რომ აგდებენ, თან ცოტა წინ წავიდეთ, გაუნათლებლობა-უწიგნურობაშიც ბადალი რომ არ ჰყავთ დუნიაზე, სწორედ მათ მივმართავ: ნამუსი საერთოდ გქონდათ? და თუ გქონდათ, ჩარეცხეთ საკუთარი ხელით?

რომელი ქართველის ერთობლივ თანადგომაზეა დღეს საუბარი? ადამიანს, არ უნდა იყოს რთული მისახვედრი, დიახ, აკაკი დევაძეს, 50 თამაშზე მეტი აქვს ნათამაშები ეროვნულ ნაკრებში და სრულიად საქართველოს რამდენი სიხარული მოუტანა.

ადამიანი დღეს სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე დგას და რა გულგრილობას ვხედავ მის მიმართ?! ძალიან მწყდება გული...

არ გრცხვენიათ?! ადამიანი იხვეწება, არ მინდა სიკვდილიო და სიცოცხლე შემინარჩუნეთო...

ბევრი რამ არ ითქმევა კიდევ, მაგრამ სად დავკარგეთ ქართველობა და ადამიანობა? ვაი, სირცხვილო!", - წერს ფეხბურთელი.
მკითხველის კომენტარები / 42 /
სიჭინავა ასეთ ხალხს ეხმარებოდა და ურიცხავდა ფულს, ბევრი დამეთანხმება, კუჭის ოპერაციები, და მსგავსი არაერთხელ დაუფინანსებია ვეტერანი ფეხბურთელებისთვის და მათი ოჯახის წევრებუსთვის! გაიღოს თანხა ფედერაციამ!!! მივითხოვოთ!!!
გუგა
29 მარტი 2016 16:04
0
Arvelaadzeebi qinqladze qecbaia kobiashvili.fulis meti raaqven
Abu
29 მარტი 2016 16:04
0
kaladze dagavicyda deva ramdenjer gitamashiat ertad da megobrebi iyavit ra gagixda ormozda atasi ro gadauxado marto shen ar gexeba arveladzeebs arakvt magis sashualeba an kide bevrs yvelas ver chamovtvli
shoti
29 მარტი 2016 16:02
0
დიდი ბოდიში რომ ვიტყვი სიმართლეს.მთელი ფედერაცია და მთელი ჩვენი ელიტარული ყოფილი სახელოვანი ფეხბურთელები მილიონრები არიან ,არაფერი მოუვათ თუ წაირტყავენ ჯიბესე ხელს თავიანთი ძმაკაცის გულისთვის
jojo
29 მარტი 2016 15:59
0
სირცხვილი საფეხბურთო ოჯახის მდიდარო წარმომადგენლებო. გამგები გაიგებს. ...
gulo
29 მარტი 2016 15:53
0
სამი თვე ხდება რაც შვილი გარდამეცვალა ჰოლანდიაში, ამბავი რომ მაცნეს, პირველი ის გავიფიქრე, საიდან ვიშოვნო ფული, რომ ჩამოვასვენომეთქი, კიდევ კარგი თავად აღმოაჩნდა ფული და თავისი თავი თავად ჩამოასვენა. არ ვიცი ვინ გამოგიწვდით ხელს, მე აქ არავის იმედი არ მაქვს.
QQQ
29 მარტი 2016 15:39
0
....აგერ გამოდის მამუკა წერეტელი და გვიღაღადებს იმას რომ აქაოდა კაცი სიცოცხლეს იხვეწებაო...მამუკა შენ იცი რამდენი ადამიანი კვდება საქართველოში შიმშილით? სიცივით? გაუსაძლისი პირობებით? ამ ადამიანს მისცეს ბევრი შანსი სიცოცხლისთვის მაგრამ უნებისყოფო აღმოჩნდა სასმელთან ბრძოლაში...სიკვდილისთვის მარტო საქართველოს მტრები და მართლმადიდებლობის მტრები მემეტებიან სხვა ყველა ცოდოა!!!
C C C P ...
29 მარტი 2016 15:36
0
დღეს საქართველო-ყაზახეტზე შემოსული თანხა გადაურიცხონ აკაკი დევაძეს!!!
irakli Apkhaidze
29 მარტი 2016 15:21
0
ჩვენ გულშემატკივრები რასაც შევძლებთ კი გადავრიცხავთ (სამწუხაროდ ესეთებიც ცოტა იქნება), მაგრამ მგონი მართლა შეუძლია ძალიან ბევრს რომ 50.000 გადაურიცხოს ამ კაი კაცს და დაეხმაროს. მთავრობა, ფედერაცია, ოლიგარქი, მილიონერები, მოკლედ ბევრნი არიან, მართლა რატომ პასიურობენ, მილიონებს ხომ არ ითხოვს?
al
29 მარტი 2016 15:19
0
666.როცა კაცის სიცოცხლე სასწორზეა რა სინდის ნამუსზეა საუბარი?როცა ჩანს ,რომ კაცის ყოფა ფეხზე კიდიათ,უნდა მოითხოვო ისე როგორც მამუკა ითხოვს და მოუწოდებს...
Nukri
29 მარტი 2016 15:11
0

სიახლეები პოპულარული