"არ გრცხვენიათ?! ადამიანი იხვეწება, არ მინდა სიკვდილიო... სად დავკარგეთ ქართველობა?"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მამუკა წერეთელი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" აკაკი დევაძის ჯანმრთელობასა და მხარდაჭერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარის მდგომარეობა 2015 წლის ოქტომბრიდან გაუარესდა. თურქულ კლინიკაში მას უთხრეს, რომ სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის ოპერაცია და ადგილზე 3-თვიანი რეაბილიტაციის კურსი, ოპერაცია კი 50 000 დოლარი უჯდება.
გადავარჩინოთ კაკო დევაძე! - საქველმოქმედო მატჩი და ნაკრების აქცია
აკაკი დევაძე: მას შემდეგ ტელეფონი არ გაჩერებულა...

მამუკა წერეთლის განცხადების ტექსტს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, უცვლელად გთავაზობთ:

"ქართველი ნოვი ღრუზინები, რომლებსაც ბრექაობაში
ბადალი არ ჰყავთ, ათიათასობით ევროს რომ ბევრ სისულელეში აგდებენ, მეტიც, საყვარელს, ბოდიში და ქვედა საცვლებში მინიმუმ 1 000 ევროს რომ აგდებენ, თან ცოტა წინ წავიდეთ, გაუნათლებლობა-უწიგნურობაშიც ბადალი რომ არ ჰყავთ დუნიაზე, სწორედ მათ მივმართავ: ნამუსი საერთოდ გქონდათ? და თუ გქონდათ, ჩარეცხეთ საკუთარი ხელით?

რომელი ქართველის ერთობლივ თანადგომაზეა დღეს საუბარი? ადამიანს, არ უნდა იყოს რთული მისახვედრი, დიახ, აკაკი დევაძეს, 50 თამაშზე მეტი აქვს ნათამაშები ეროვნულ ნაკრებში და სრულიად საქართველოს რამდენი სიხარული მოუტანა.

ადამიანი დღეს სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე დგას და რა გულგრილობას ვხედავ მის მიმართ?! ძალიან მწყდება გული...

არ გრცხვენიათ?! ადამიანი იხვეწება, არ მინდა სიკვდილიო და სიცოცხლე შემინარჩუნეთო...

ბევრი რამ არ ითქმევა კიდევ, მაგრამ სად დავკარგეთ ქართველობა და ადამიანობა? ვაი, სირცხვილო!", - წერს ფეხბურთელი.
მკითხველის კომენტარები / 42 /
ფეხბურთის ფედერაცია რას მიკეთებს? დაეხმაროს ადამინას!!!
jaba
29 მარტი 2016 15:10
0
fanat:სრულიად გეთანხმები....
Nukri
29 მარტი 2016 15:08
0
სადაა ახლა ივანიშვილი და მის ნაირები?მათვის ხომ სულ რაღაც 5 ლარია ეს თანხა.სხვადასხვა არაფრის მომცემ ღონისძიებებში რომ ისვრიან ამხელა ფულებს? მართლა ფუი თქვენს კაცობას....
Nukri
29 მარტი 2016 15:07
0
სირცხვილი , უსინდისობა და რავიცი რა ვთქვა კიდე... ნუთუ ვერ შეგროვდა ეს ფული?? ფულში იხჩობიან ზოგზოგი ჩვენი თანამოძმე და გვერძე გახედვა არ უნდათ!!! არადა ეკლესიაში წირვას არ გააცდნენ , საკუთარი სულის ცხონებისთვის...! აქ კიდევ ერთხელ ჩანს ქართველი ფეღბურთელების დამოკიდებულება, და არაერთსულოვნება, არ მჯერა რომ ასეთი რამე რაგბში მოხდეს , იქ როგორც ოჯახი ისე არიან , როგორც ძმები!!! /// ვერ ვიჯერებ რო ფედერაციაში და ყოფილ თანაგუნდელებში არ აგმოჩნდა ეს თანხა, ან ვინმე ბიზნესმენი ვერ ნახეს, არც ტელევიზიები იწუხებენ თავს ზურაბიშვილს ერთი სიტყვა არ უხსენებია გუშინ და ობოლაძემ ერთხელ ახსენა და ვიგაც ჟურნალისტი ქალი იკრიჩებოდა უშნოდ.../ კიდევ ერტხელ გამოაქვეყნეთ ფულის გადარიცხვის ანგარიში., ისევ ხალხიი დადებს თავის ფულს 5 ლარს ,20 ლარს ან ვისაც რა აქ...../ არ დამიბლოკოთ ეს კომენტარი....
Vaso
29 მარტი 2016 15:06
0
რა პოლიტიკას აწვებით და ტლიკინობთ ქალივით გადარიცხეთ ან შეეშვი აბდა-უბდას!
gru
29 მარტი 2016 14:57
0
უბრალო ხალხი უფრო გაიმეტებს ფულს ვიდრე ეს ფულის მონები,გემის ხელა ჯიპებზე რომ ჯდარან და თავი ღმერთად მიაჩნიათ(თავისთავად ყველაზე არ მაქვს საუბარი) სად არიან ძველი ლეგიონერები დიდი ფული რომ იშოვეს და ახლა ბანკებში რომ აქვთ შენახული?.... არველაძეები, კალაძე,კობიაშვილი, ქინქლაძე,.... კიდევ ჩამოვთვალო თუ კმარა? მარტო ამათ შეუძლიათ ეს თანხა შეაგროვონ...
fanat
29 მარტი 2016 14:34
0
es naglad motxovna vergavige rastilia??eg yvelaadamianis asevtqvat pirad sindisnamuszea damokidebuli da usindisos zalitgindat sindisze xeli moawerinot?ramnishvneliaq magariiyo tu susti mekare?erti qartveli kacia visac shegvizlia 5 maneticrom yvelam gadauricxot gadarcheba..isev chven rasacvizamt asevtqvat qartveli kacis moyvare xalxi
666
29 მარტი 2016 14:22
0
კლუბებიდან პირველი მერცხალი ჩიხურაა თანხა ჩარიცხეს სხვები რას შვებიან?
marita
29 მარტი 2016 14:17
0
ჩვენმა ფეხბურთელებმა 1500 1500 დოლარი რო დადონ არაა ამდენი საპრობლემო, ისევე როგორც ფედრაციას და მერიას შეუძლია დაეხმაროს და სპორტის სამინისტროს. ბოლო ბოლო კაცი საქართველოს ნაკრების წევრი იყო. სირცხვილია მართლა
ukleba
29 მარტი 2016 14:04
0
კბიაშვილი, ჯამარაული, კალაძე სად არიან ჩვენი ... პოლიტიკოსები? ამათ ფეხბურთელს ვერ დაარქმევ
მანუჩარ
29 მარტი 2016 14:00
0

სიახლეები პოპულარული