დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის მდგომარეობა 2015 წლის ოქტომბრიდან გაუარესდა.
თურქულ კლინიკაში მას უთხრეს, რომ სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის ოპერაცია და ადგილზე 3-თვიანი რეაბილიტაციის კურსი. მის დასახმარებლად ქართული საფეხბურთო სამყარო და კერძო პირები რამდენიმე კვირის განმავლობაში აგროვებდნენ თანხებს.
ამჟამად ყოფილი მეკარე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. როგორც ირკვევა, დევაძე კვლავ უმძიმეს მდგომარეობაშია. ის იმყოფება თურქეთში ღვიძლის გადანერგვის ოპერაციაზე, თუმცა მესამე დონორი არ გამოადგა. მისი მეუღლე
"სასწრაფოდ... აღარ არის ლოდინის დრო... გვესაჭიროება ღვიძლის დონორი... სისხლის პირველი ჯგუფის მქონე... გთხოვთ ყველას, დამეხმაროთ ინფორმაციის მოპოვებაში.. .გადამირჩინოდ დევა..." - წერს ვეტერანი ფეხბურთელის მეუღლე.
მისივე ინფორმაციით, რეზუსს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, დონორის სისხლის ჯგუფი იყოს პირველი. მათ ვისაც დახმარების სურვილი აქვთ, შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე 555 44 59 13.