"კოსოვოს თემის წამოწევის შემდეგ, დარტყმა სულ საქართველოზე მოდის"

AutoSharing Option
უეფაში გაწევრიანებამდე, კოსოვო არაღიარებულ წარმონაქმნთა მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატებში მონაწილეობდა. მისი ლიდერები ჯერ კიდევ 2003 წელს იქადნებოდნენ, რომ კოსოვო ფიფასა და უეფას წევრი გახდებოდა, თუმცა მაშინ ამის არავის სჯეროდა.

აფხაზეთი და, ეგრეთ წოდებული, სამხრეთ ოსეთი ზუსტად ანალოგიური სქემით მოქმედებენ. რუსები კი საკუთარ ხელისუფლებას მოუწოდებენ, მათ მიერ შექმნილი სეპარატისტული რეგიონებისთვისაც იმავე სტატუსის მოსაპოვებლად იბრძოლონ.

ამ თემაზე საინტერესო კომენტარები ვრცელდება. ფუტსალის ასოციაციის ყოფილი გენერალური მდივანი ბექა კვიციანი ფეხბურთის ფედერაციას ურჩევს:

"რაც არ უნდა პარადოქსული იყოს,
კენჭისყრის დროს თავი ბოსნიის ფედერაციამაც შეიკავა და ერთ დროს დანასისხლად გადამტერებულ სერბეთს არ დაუპირისპირდა. სერბები კი უეფას მე-5 მუხლის დარღვევაზე საუბრობენ, რაც სრული სიმართლეა და ამას ლოზანის სპორტულ არბიტრაჟში დაუპირისპირდებიან. ფიქრობენ, რომ არბიტრაჟში უეფა პირწმინდად დამარცხდება, თუ საქმეში კვლავ დიდი პოლიტიკა არ ჩაერია...

ახლა მთავარია, ამ ბრძოლაში ჩვენი ინტერესები არ დაზარალდეს. არადა, კოსოვოს თემის წამოწევის შემდეგ, დარტყმა სულ საქართველოზე მოდის. რუსეთი და სერბეთი მეგობარი ქვეყნებია და არავინ იცის, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი რას მოიმოქმედებს.

კარაჯიჩმა სწორი აქცენტი გააკეთა იმ ქვეყნების მისამართით, რომელთაც სეპარატიზმი აწუხებთ. სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით, არაფერს გვარგებს იმის ლოდინი, თუ რას გადაწყვეტენ ლოზანაში.

სფფ-ს დაუდგა მომენტი, რითიც შეუძლია, ევროპულ ფეხბურთში თავისი როლი გაზარდოს. შესაძლოა, მხარეებს შორის არბიტრაჟში დავა წელიწადს მაინც გაგრძელდეს. საქართველოს სრული უფლება აქვს, და ამას უეფასა და ფიფას წესდებებიც ვერ აუკრძალავს, აღიარების წინააღმდეგ წასულ 24 ქვეყანას საერთაშორისო კონფერენციის გამართვა და საერთო პოზიციის შემუშავება შესთავაზოს - რომ უარობენ კოსოვოსთან სანაკრებო და საკლუბო დონეზე თამაშს, ხოლო კოსოვოს პასპორტის მქონე მოთამაშეებს საკუთარ ჩემპიონატებში გამოსვლას უკრძალავენ.

სფფ-მ უმარტივესი პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს. უეფას დებულება ერთხელ თუ დაირღვა, ეს შეიძლება მომავალშიც მოხდეს - ერთი უკანონობა მეორეს წარმოშობს და არავინ იცის, ხვალ რა მოხდება", - ამბობს კვიციანი და ვნახოთ, რამდენად გაითვალისწინებს სფფ ამ რჩევას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ბარემ აფხაზეთიც ვაღიაროთ და შევეგუოთ "რეალობას", ასეთი ამაზრზენი "ჭკვიანი" აზრიც გაისმა უკვე ერთი ნამეტანი ჭკვიანი კაცისგან, ამის მერე რაზეა ლაპარაკი მაგას მაგის თქმა კი არ უნდა გაებედა ტ... როგორც დედალი და გამყიდველი.
Marazm..
08 მაისი 2016 05:43
0
რეალობა კი არა მართლა ერთი ადგილი დააყენეთ ზოგიერთებმა, კოსოვო შოტლანდია და უელსი არასოდეს არ გახდება კოსოვო არის სერბების აფხაზეთი ვისაც აფხაზეთის ფიფაში მიღება არ გაუხარდება პირი დამუწოს და ენას კბილი დააჭიროს. სამარცხვინოა ამისთანა ხალხი რომ გვყავს.
Zviad
08 მაისი 2016 05:38
0
არამარტო სფფ-მ არამედ პოლიტიკოსებმაც უნდა გამოიღვიძონ და ადრევე მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება
o.k.
07 მაისი 2016 20:37
0
არც უელსი და შოტლანდიაა გაეროს წევრები, მაგრამ ინგლისიდან ცალკე ნაკრებები ჰკავთ FIFA-ს წევრებად! იგივე ეხება ფარერის კუნძულებს! ასე რომ....შეეშვან უკანალის ქანაობა ზოგზოგიერთებმა!!!
realoba
07 მაისი 2016 19:40
0
გაასწორებს იმენა ყველამ ხო თქვას
burdgu
07 მაისი 2016 18:56
0
შეხვედრა თუ შედგა ყველა 24 ქვეყანამ თქვას რომ მასთან ნუ მოახვედრებენ .
rukula
07 მაისი 2016 14:48
0
მსოფლიო არა იხვის ტოლმა, გაეროს წევრი არაა ანუ ეგეც არაფერს ნიშნავს აღიარების ვარიანტში :))))))))))))
laiva
07 მაისი 2016 14:41
0
კაიფობ 24 ფედერაციას ვინ გაუშვებს აუტში ?
sandro-s
07 მაისი 2016 14:39
0
.......რა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამო, რა უეფას დაუპირისირდესო, კოსოვო ჩვენ მოგვწონს თუ არა ნახევარმა მსოფლიომ აღიარა.რა ნაირად უნდა შეეწინააღმდეგოს ფედერაცია უეფას , ხმა არ მიუციათ და მეტი რა ქნას ეხლა? უეფამ რომ უთხრას ფედერაციას თუ არ მოგწონს აახვიე აქედანო ...?
sandro
07 მაისი 2016 14:30
0
კაია მარა კობი იზამს მაგას თან სოხუმი გააქტიურდა უკვე ...
zvio202
07 მაისი 2016 13:59
0

სიახლეები პოპულარული