სერბების მადლობა ლევან კობიაშვილსა და სრულიად საქართველოს

AutoSharing Option
ცნობილია, რომ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ უეფას მე-40 კონგრესზე ორგანიზაციის 55-ე წევრად კოსოვოს ფედერაცია მიიღეს. შეგახსენებთ, რომ უეფაში კოსოვოს გაწევრიანებას მხარი 24-მა ეროვნულმა ფედერაციამ არ დაუჭირა და მათ შორის იყო საქართველოც.

სერბეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა RTS Serbia-მ სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილსა და სრულიად საქართველოს მადლობა გადაუხადა, კენჭისყრისას მათი პოზიცია რომ გაიზიარეს.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, "შალკესა"
და "ჰერტას" ყოფილი მოთამაშე ლევან კობიაშვილი უეფას ამ გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგა და მხარი არ დაუჭირა", - აღნიშნავს RTS Serbia.

საინტერესოა, რომ კოსოვოს სასარგებლოდ მისცეს ხმა არა მხოლოდ ხორვატებმა (ეს მოსალოდნელიც იყო), არამედ ჩერნოგორიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა დეიან სავიჩევიჩმაც. სერბეთში მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოს ამგვარ ქმედებას ზურგში დანის ჩარტყმად აფასებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
მართალია ქართველებიც და სერბებიც თავისუფალი სულის ადამიანები არიან, რაც არ უნდა პარადოქსი იყოს ასეთი ერები არ ჭირდებათ, იმიტომ აქედან რუსეთმა იქედან დასავლეთმა დააქციეს ორივე, 25 წელი გაჭირვებაში ამყოფებენ და ზოგ პროვინციელ ქართველს თუ სერბს თავისი ერის ჩამორჩენილობა კარგად ჩაუდეს თავში, არადა მასიური გაუანთლებლობა სწორედ დასავლეთის ერთ ერთი დამახასიათებელი ნიშანია, სანთლით უნდა ეძებო, უბრალოდ ნიჭიერს და განათლებულს დიდი გასაქქნი აქვს, ჩვენთან დააქციეს მეცნიერება თუ ხელოვნება არასრულფასოვანმა გოგო-ბიჭებმა.
niko
14:00 07-05-2016
0
განსხვავებული კომენტარების მიუხედავად ერთი კარგია, რომყველა ვთანხმდებით კოსოვოს უეფაში მიღების უარყოფით შეფასებაში!
იუგოსლავიის დაშლას მე-20 საუკუნეში სერბების ჰეგემონიამაც შეუწყო ხელი, მთლად რუსებივით არ იყვნენ, მაგრამ ბელგრადი წყვეტდა ბევრ რამეს და ბევრს არაფერს ეკითხებოდა დანარჩენებს. თუმცა მანამდე სერბები იყვნენ ერთად ერთი ერი ყოფილ იუგოსლავიაში ვინც თურქებს არ შეეპუენ და არც ქვეყანა დათმეს და არც სარწმუნოება (მონტენეგროც სერბეთია ფაქტიურად) განსხვავებით დანარჩენებისგან, ვინც გაკათოლიკდა და უარეს შემთხვევაში გამუსლიმანდა.
ისე მონტენეგრომ რა ლოგიკით მისცა ხმა კოსოვოს მიღებას ძალიან გამიკვირდა.....
irakli Apkhaidze
13:48 07-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული