უნდა ითქვას, რომ შეჯიბრება მაღალ დონეზეა ორგანიზებული და არც მაყურებელი აკლია. როგორც იცით, თამაშები აქამდე "დინამოს" აკადემიისა და ბაზის მინდვრებზე მიმდინარეობდა. ნახევარფინალებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს, ფინალს კი - "დინამო არენა".
A ჯგუფის ბოლო ტურის მატჩში "დინამო", რომელსაც ნახევარფინალში თამაში განაღდებული ჰქონდა, "ალკმაართან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ამავე ჯგუფში "ბეშიქთაშისა" და "შერიფის" შეხვედრა უგოლოდ დასრულდა - 0:0.
B ჯგუფში "ტრაბზონსფორმა" "ლეხიას" ორი უპასუხო გოლი გაუტანა, "დინამო 2"-მა კი თბილისის "ლოკომოტივს" ანგარიშით
დღეს, 30 მაისს, ტურნირის ნახევარფინალში "დინამო" "ტრაბზონს" დაუპირისპირდება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 16:00 სთ-ზე დაიწყება. მოგვიანებით, 18:00 სთ-ზე, ამავე სტადიონზე გაიმართება "ლოკომოტივისა" და "ალკმაარის" დაპირისპირება. დასწრება უფასოა.