დავით მუჯირი: აგენტის მიერ აფხაზეთში ნათქვამზე ფიფას რეაგირება მოვთხოვეთ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი აფხაზეთში სტუმრად ჩასული ფიფას მატჩ-აგენტის, სერგეი აზიზოვის სიტყვებს გამოეხმაურა.

აზიზოვმა, რომელიც სოხუმში მიმდინარე არაღიარებულ სახელმწიფოთა მსოფლიოს ჩემპიონატს (ConIFA-ს) ესწრება, განაცხადა, რომ დე ფაქტო აფხაზეთი ფიფას წევრობას იმსახურებს, რადგან "საკუთარი მიწა, მთავრობა და ენა აქვს და რაც მთავარია, აქ ხარისხიან ფეხბურთს თამაშობენ".

"ფიფასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და მისი წარმომადგენლები მკაფიოდ აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, რომ წინააღმდეგნი არიან აფხაზეთში ამ ჩემპიონატის ჩატარების.

რაც შეეხება კონკრეტულ პირებს, შემიძლია ვთქვა, რომ ისინი თამაშებზე არიან დარეგისტრირებულნი აგენტებად, მაგრამ ფიფას ოფიციალური
წარმომადგენლები არ არიან! ასე რომ, სერიოზულად ვერ აღვიქვამთ ამ განცხადებას.

ჩვენი მხრივ, ფიფას დავუკავშირდით და ამ ადამიანის განცხადებაზე რეაგირების მოხდენა მოვითხოვეთ", - ციტირებს მუჯირს ekhokavkaza.com-ი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რამდენი არის ტანხა რაც ასაკობრივ ნაკრებისტვის არის საწირო? სხვანაირად გამორიცხულია მუჯირო ხო?
0
აზიზოვებისაგან მეტს რას უნდა ელოდო?!
murtalo
03:54 03-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული