ამისულაშვილი, კალაძე და სხვები - საინტერესო ფაქტები ავტობომბარდირებზე [VIDEO]

AutoSharing Option
3 ივნისს, ბუქარესტში, რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები 1:5 დამარცხდა, როინ კვასხვაძის კარში ორჯერ ბურთი კი ალეკო ამისულაშვილის ფეხიდან აღმოჩნდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


შეგახსენებთ, მსგავსი რამ საქართველოს ნაკრების ისტორიაში კახა კალაძესაც მოსვლია - 2009 წლის 5 სექტემბერს, იტალიასთან გამართულ შეხვედრაში (0:2).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რა თქმა უნდა, დასანანი და საწყენია, როდესაც ფეხბურთელი გოლს საკუთარ კარში იტანს, მაგრამ რას ვიზამთ - ფეხბურთში ასეთი რამ იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე და როგორც წესი, ამას ფეხბურთელის სათამაშო კლასზე მეტად, უიღბლობა განაპირობებს.

ქვემოთ ავტოგოლთან დაკავშირებულ რამდენიმე
საინტერესო ფაქტის შესახებ გიამბობთ:

მაგალითად, მარტო ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში ოთხი ფეხბურთელის გვარ-სახელია ცნობილი, რომლებსაც ერთ მატჩში ორჯერ დაულაშქრავთ საკუთარი კარი. სხვადასხვა დროს ორი ავტოგოლი მაიკლ პროკტორმა, ჯეიმი კარაგერმა და გერი ბრინმა მიითვალეს, ბოლოს კი ეს პრემიერლიგის 2013/14 წლების სეზონში, "სტოკ სიტის" თავდამსხმელმა ჯონათან უოლტერსმა "ჩელსისთან" მატჩში (0:4) თავური დარტყმებით "მოახერხა". ყველა სიკეთესთან ერთად, თამაშის მიწურულს უოლტერსმა პენალტიდანაც ვერ გაიტანა...

* * *
ცნობისთვის, ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო ავტობომბარდირი ირლანდიელი რიჩარდ დანია, რომელსაც თავისი გუნდებისთვის: "ასტონ ვილასთვის", "მანჩესტერ სიტისა" და "კპრ"-ისთვის ჯამში 10 (!) გოლი აქვს გატანილი.

და კიდევ, ზემოთ ნახსენებ ჯეიმი კარაგერს მშობლიური "ლივერპულისთვის" 7-ჯერ აქვს გატანილი. თანაც, მერსისაიდელთა დამსახურებულმა მცველმა ბოლოს ეს თავის გამოსამშვიდობებელ მატჩში შეძლო.

* * *
ევროპულ ჩემპიონატებში ერთ მატჩში გატანილი ავტოგოლების რაოდენობით რეკორდსმენი ბელგიელი სტენ ვან დენ ბაისი ყოფილა, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონატის 1995-1996 წლების სეზონში, "ჟერმინალ ეკერენისა" და "ანდერლეხტის" შეხვედრაში სამჯერ "იყოჩაღა". საინტერესოა, რომ ის მატჩი "ანდერლეხტმა" 3:2 მოიგო და ხუთივე გოლი წაგებულმა გუნდმა გაიტანა.

* * *
ავტოგოლისთვის ყველაზე სასტიკად კოლუმბიელი ანდრეს ესკობარ სალდარიაგა დაისაჯა. ესკობარმა მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატზე აშშ-ისთან ანგარიშით 1:2 წაგებულ მატჩში საკუთარი კარი დალაშქრა. ამ მარცხის გამო კოლუმბიის ნაკრები ფინალურ სტადიაზე ვერ მოხვდა, "დამნაშავეს" კი ფანატმა მოუსწრაფა სიცოცხლე. ამ ტრაგედიაში კოლუმბიური მაფიის ხელი ერია.

* * *
თემას ავტოგოლსა და მაფიასთან დაკავშირებული, ოღონდ უფრო მხიარული ისტორიით დავასრულებთ - ინდონეზიაში ქვეყნის თასის მატჩში, "სლემანსა" და "სლემარანგს" შორის ხუთი ავტოგოლი გავიდა, აქედან სამი კი ბოლო წუთებზე.

გაჩნდა ეჭვი, რომ ფეხბურთელები განგებ ცდილობდნენ თამაშის წაგებას, რათა თავიდან აეცილებინათ შემდეგ ეტაპზე გუნდ "ბორნეოსთან" შეხვედრა, რომელსაც ადგილობრივი მაფიოზი მფარველობდა... ფედერაციამ ორივე გუნდი გათამაშებიდან მოკვეთა.
მკითხველის კომენტარები / 33 /
ტიპმა სიბერეში ფული გააკეთა?! ტოტო?!
0
ramxela sibrdznea
admins
17:33 04-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული