საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საკუთარ ოფიციალურ ვებგევრდზე აფხაზეთში გამართულ არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატთან დაკავშირებით განცხადება დადო, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან და საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ არაღიარებული აფხაზეთის მიერ ფიფაში შესაძლო გაწევრიანების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას, რომელიც მედიასაშუალებით გაჟღერდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აფხაზეთის ტერიტორიაზე გამართულ არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ მიმართა ფიფას და ასევე, მიაწოდა ინფორმაცია ჩემპიონატის მსვლელობისას გამართულ პრესკონფერენციაზე დაგ ლარსენისა და სერგეი აზიზოვის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ.

- დავით მუჯირი: აგენტის მიერ აფხაზეთში ნათქვამზე ფიფას რეაგირება მოვთხოვეთ

შედეგად, ფიფამ კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომ მისი პოზიცია უცვლელია და ის ემიჯნება ე.წ. არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატს. ამასთან, ზემოთ აღნიშნული პიროვნებების განცხადებების ფიფას ოფიციალურ პოზიციასთან კავშირი გამორიცხა და აღნიშნა, რომ დაგ ლარსენი და სერგეი აზიზოვი არიან ფიფაში დარეგისტრირებული მატჩის აგენტები, რომელთა განცხადებები არ არის და მათი სტატუსიდან გამომდინარე, ვერც იქნება ფიფას ოფიციალური პოზიცია.

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მედიაში კვლავ გაჟღერდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა აპირებს წერილობით მიმართოს ფიფას წევრობის მოთხოვნით. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წერილით მიმართა ფიფას პრეზიდენტს.

გთხოვთ, იხილოთ წერილის შინაარსი:

7.06.2016
ფიფას პრეზიდენტს,
ბატონ ჯანი ინფანტინოს

ბატონო ჯანი, მოგეხსენებათ, რომ 2016 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში დე-ფაქტო ხელისუფლების პირობებში, ფიფასგან და უეფასგან დამოუკიდებლად გაიმართა "ConIFA" ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობა მიიღეს არაღიარებულმა სახელმწიფოებმა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჰქონდა კომუნიკაცია ფიფასთან. ჩვენთვის ცნობილია თქვენი პოზიცია ჩემპიონატთან დაკავშირებით, რომელიც არც ფიფას და არც უეფას ეგიდით არ იმართება. ჩვენი მხრივ, კიდევ ერთხელ გვსურს დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ემიჯნება ფიფას და უეფას სამართლებრივი სივრცის საწინააღმდეგო ქმედებებს და ამასთან ერთად, წუხილს გამოთქვამს საქართველოს ტერიტორიაზე იმ პროცესების არსებობაზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის მედიასაშუალებებით ცნობილი გახდა, რომ არაღიარებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა აპირებს, გაწევრიანების თხოვნით მიმართოს ფიფას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოგმართავთ თხოვნით, წინამდებარე წერილში აღნიშნული ინფორმაცია მიიღოთ ცნობად. ამასთან ერთად აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, როგორც ფიფას და უეფას სრულუფლებიანი წევრი ორგანიზაცია, დარწმუნებულია, რომ თუ არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები მიმართავენ ფიფას წევრობის სტატუსის მოთხოვნით, მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანო მოახდენს სწორ სამართლებრივ რეაგირებას.

პატივისცემით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი".

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
mteli saqartvelos chempionati 2 ligian dawkebui elodeba tqven gasacem xelpasebs miasis amdeni xania agvinebt 2 ligaze izaxit xelpasi da pemia rt undato da egre gindat mere gaaketot rame magas aravin kitxulobs ro mag 2 ligashi ro tamashiben magatac ojaxeb i kavt da undt tavisi xelpasi aigon da amazec gaawamet droze imoqmedet gundebh dazabulobas ro qmint
0
დაგვტანჯეტ რა ხელპასევზეე რა გახდა ეგ ეჰ ტქვენ დაგვტანჯერ რა ცჰვენ რო გვიჰირს ატატი რპბოლემა გვაქ და ტქვენ დაგვტანეე
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული