[ევროტურნირების წინ] "სამტრედია", "დილა", "ჩიხურა" - შარშანდელი არ უნდა განმეორდეს!

AutoSharing Option
ფოტოზე: "პარტიზანი"-"დილა"
დღეს ევროპის საკლუბო ტურნირების წილისყრაა. როგორ მოვიდნენ ქართული კლუბები ევროთასების ახალ სეზონამდე? თბილისის "დინამოზე" წინა წერილში ვისაუბრეთ, დღეს დანარჩენ სამზე ვილაპარაკოთ...

[ევროტურნირების წინ] თბილისის "დინამო" - შარშანდელი არ უნდა განმეორდეს!

სამტრედია ევროტურნირებზე
2 მატჩი: 0 მოგება, 0 ფრე, 2 წაგება, ბურთების სხვაობა: 0:3

...ბოლო სეზონი, უდავოდ, ერთ-ერთი საუკეთესი იყო "სამტრედიას" ისტორიაში: ახალგაზრდა სპეციალისტის, გია ცეცაძის დამოძღვრილმა გუნდმა 21-წლიანი პაუზის მერე მოიპოვა ევროპის საკლუბო ტურნირების საგზური! აქამდე მხოლოდ ერთხელ, 1994/95 წლების სეზონში მოხდა, "სამტრედიამ" საქართველოს ჩემპიონატი მეორე ადგილზე რომ დაასრულა.

და აი,
ასეთი ხანგრძლივი პაუზის მერე ეს შედეგი გამეორდა. იმედი დავიტოვოთ, რომ ევროსარბიელზე დაბრუნებული "სამტრედია" კლუბის ისტორიაში ახალ ფურცელს დაწერს და პირველ გოლ(ებ)საც გაიტანს ევროტურნირზე და პირველ გამარჯვებასაც მოიპოვებს!

"სამტრედიამ" წლევანდლამდე მხოლოდ ერთადერთხელ იასპარეზა ევროპის საკლუბო ტურნირებზე და დებიუტი წარუმატებელი გამოდგა: 1995 წელს, უეფას თასის წინასწარ ეტაპზე ორივე მატჩი წააგო მაკედონიის "ვარდართან"(0:1, 0:2).

ის საშინაო შეხვედრა "სამტრედიამ" ბათუმში ჩაატარა, ახლა კი იმედი დავიტოვოთ, რომ ზესტაფონის სტადიონზე გატეხავს ნავსს და ევროტურნირებზე პირველი გოლ(ებ)ითაც გაგვახარებს და პირველი გამარჯვებითაც. საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა მზადება 1 ივნისს დაიწყო, 14 ივნისიდან კი გია ცეცაძის გუნდი სლოვენიაში აგრძელებს შეკრებას.

ამ სატრანსფერო პერიოდში გუნდში რადიკალური ცვლილებები არ მომხდარა: გუნდიდან წავიდნენ უნივერსალი ნახევარმცველი ავთანდილ ენდელაძე, ცენტრფორვარდი ირაკლი სიხარულიძე და ფლანგის მცველი (ნახევარმცველი) გივი იოსელიანი.

ახალწვეულებმა კი, წესითა და რიგით, გუნდი კიდევ უფრო უნდა გააძლიერონ: ახალგაზრდა შემტევმა ბაჩანა არაბულმა, გამოცდილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა თორნიკე გორგიაშვილმა (ერთწლიანი პაუზის მერე რომ დაბრუნდა "სამტრედიაში"), უნივერსალმა შემტევმა გიული მანჯგალაძემ და ასევე საინტერესო შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი გამყრელიძემ.

ჩიხურა ევროტურნირებზე
10 მატჩი: 2 მოგება, 5 ფრე, 3 წაგება, ბურთების სხვაობა: 8-10

სარეკორდო მოგება
ჩიხურა-ტურნოვო (მაკედონია) 3:1

სარეკორდო წაგება
ჩიხურა-თუნი (შვეიცარია) 1:3

დუბლი:

გაბედავა - 2

ყველა გოლი:
გაბედავა - 4, რეხვიაშვილი - 2, ჯიღაური - 1, კუჭუხიძე - 1

წინა სეზონი ახალი დამთავრებული იყო, "ჩიხურამ" ევროტურნირებისთვის მზადება რომ დაიწყო: გამოცდილმა სპეციალისტმა სოსო ფრუიძემ გუნდი 29 მაისს შეკრიბა, 9 ივნისიდან კი ავსტრიაში გაგრძელდება შეკრება.

"სამტრედიასაგან" განსხვავებით, საჩხერელთა გუნდში "საკმარისზე მეტი" ცვლილება მოხდა: "ჩიხურადან" ხომ 15 ფეხბურთელი წავიდა, ოღონდ, ისიც უნდა დავამატოთ, რომ ამათგან სამი-ოთხი თუ იყო ძირითადი შემადგენლობის წევრი.

სამაგიეროდ, ისეთი ახალწვეულები მოვიდნენ "ჩიხურაში", ფაქტობრივად, ყველა მათგანს რომ უნდა ჰქონდეს ძირითადში თამაშის პრეტენზია: ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ მეკარეს კოკა სეფიაშვილს, ცენტრალურ მცველს ლევან კაკუბავას, მარჯვენა მცველს თორნიკე გრიგალაშვილს, სწრაფ გარემარბს ირაკლი ლექვთაძესა და საზრიან შემტევს გიორგი ივანიშვილს.

იმავეს თქმა შეიძლება ორ გამოცდილ შემტევზეც, "ჩიხურაში" გარკვეული პაუზის მერე რომ დაბრუნდნენ: დიმიტრი ტატანაშვილს არაერთი ქართული გუნდის მაისურით უასპარეზია ევროტურნირებზე, გიორგი გაბედავა კი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, სამი გუნდის ("გაგრა", "ჩიხურა", ბათუმის "დინამო") შემადგენლობაში რომ აქვს გატანილი გოლები ევროტურნირებზე.

აქვე, ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ ბოლო ოთხ წელიწადში "ჩიხურა" მესამედ იასპარეზებს ევროტურნირებზე და საჩხერელთა გუნდის მართლაც მარადიული თავკაცის სოსო ფრუიძის გუნდი წინა ორ შემთხვევაში ნამდვილად არ შერცხვენილა: პირველ ჯერზე ერთი ეტაპი გაიარა, შემდეგ კი - ორი და ევროპალიგის პლეი ოფამდე სულ მცირედი დააკლდა (ბაქოს "ნეფთჩის" სიერალეონელ ლეგიონერს ჯულიუს ვობაის რომ ვერაფერი მოვუხერხეთ საპასუხო მატჩში).

დილა ევროტურნირებზე
16 მატჩი: 6 მოგება, 2 ფრე, 8 წაგება, ბურთების სხვაობა: 13-14

სარეკორდო მოგება
დილა-ოლბორგი (დანია) 3:0

სარეკორდო წაგება
დილა-რაპიდი (ავსტრია) 0:3

დუბლი:
გორელიშვილი - 1, ვაწაძე - 1.

ყველა გოლი:
ვაწაძე - 3, გორელიშვილი - 2, შაშიაშვილი - 1, ალადაშვილი - 1, ილურიძე - 1, დოლიძე - 1, მოდებაძე - 1

შენიშვნა: 2012 წელს, ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "დილას" ტექნიკური მოგება (3:0) ჩაეთვალა კვიპროსის "ანორთოსისთან".

ევროპალიგის ჩვენი მესამე წარმომადგენელი "დილა" ზედიზედ ორი წელიწადი გვანებივრებდა სერიოზული წარმატებებით: 2012 და 2013 წლებში გორელთა გუნდი ხომ პლეი ოფში გადიოდა! სამწუხაროდ, "დილას" ჯერ პორტუგალიურმა "მარიტიმუმ", შემდეგ კი ავსტრიულმა "რაპიდმა" გადაუღობა გზა ევროპალიგის ჯგუფური ეტაპისაკენ.

აი, სხვა ორი გამოსვლა ევროტურნირებზე კი წარუმატებელი გამოდგა: სადებიუტოც (2004 წელს, "ინტერტოტოს თასზე" ბულგარულ "მარეკთან") და შარშანდელიც (ჩემპიონთა ლიგაზე, სერბულ "პარტიზანთან").

თუმცა, არც შარშან და არც 12 წლის წინათ, "დილაზე" აუგი არავის დასცდენია, ისე როგორც ახლა არ უნდა გააკრიტიკოს არავინ შესაძლო ფიასკოს გამო: ყველას კარგად მოეხსენება, თუ რა მდგომარეობაა დღესდღეობით გორელთა გუნდში. უცხოურ შეკრებას ვინ ჩივის, "დილას" ახალგაზრდა მწვრთნელს უჩა სოსიაშვილს, ლამის ყოველდღე ეცლება წამყვანი ფეხბურთელები!..

ახალი და დამაიმედებელი დღეისათვის არაფერია "დილაში" და ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში მყოფი გუნდისაგან როგორ უნდა მოვითხოვოთ მეტ-ნაკლებად წარმატებული ასპარეზობა ევროპის საკლუბო ტურნირებზე? თუმცა, იმის იმედი მაინც გვაქვს, რომ შარშანდელი (და 2003 წლის) შედეგი აღარ გამეორდება, როცა ყველა ქართული გუნდისათვის ევროტურნირები პირველივე ეტაპის შემდეგ მთავრდებოდა...

საერთო სტატისტიკა (1993-2015)
ბომბარდირები
დვალი (ზესტაფონი/დინამო თბ) - 16, გელაშვილი (ზესტაფონი) - 10, მეგრელაძე (ტორპედო/ოლიმპი) - 9, მელქაძე (ვიტ ჯორჯია/დინამო თბ) - 8, ა. იაშვილი (დინამო თბ) - 6, დ. მუჯირი (ზესტაფონი/დინამო თბ) - 6, გაბედავა (გაგრა/დინამო ბთ/ჩიხურა) - 6.

ჰეთ თრიკი
ტუღუში (დინამო ბთ) - 1, მეგრელაძე (ტორპედო) - 1, დვალი (ზესტაფონი) - 1.

დუბლი
დვალი (ზესტაფონი/დინამო თბ) - 4, გელაშვილი (ზესტაფონი) - 3, მეგრელაძე (ტორპედო/ოლიმპი) - 2, ა. იაშვილი (დინამო თბ) - 2, გაბედავა (ჩიხურა) - 2, დ. მუჯირი, შაშიაშვილი, მერებაშვილი, ჩისკო, რობერტინიო, ვუო (ყველა - დინამო თბ) - 1, უჯმაჯურიძე, ღლონტი (ორივე - დინამო ბთ) - 1, დ. ჯანაშია, ასათიანი, კაპანაძე (ყველა -ტორპედო) - 1, გ. კვარაცხელია, თექთურმანიძე, ტატანაშვილი (ყველა - ოლიმპი) - 1, ვაწაძე, გორელიშვილი (ორივე - დილა) - 1, შ. გრიგალაშვილი, ბენაშვილი (ორივე - ზესტაფონი) - 1, მიკუჩაძე (თბილისი) - 1, ბ. კვარაცხელია (მერანი 91) - 1.

სარეკორდო მოგებები
დინამო (ბთ)-ჰაფნარი (ფარერები) 6:0
ტორპედო-ერებუნი (სომხეთი) 6:0
ზესტაფონი-ლისბერნი (ჩრ. ირლანდია) 6:0

სარეკორდო წაგებები
კოლხეთი (ფ)-ცრვენა ზვეზდა (სერბეთი) 0:7
ლოკომოტივი-პაოკ (საბერძნეთი) 0:7
ვიტ ჯორჯია-ვისლა (პოლონეთი) 2:8
ვიტ ჯორჯია-ბანიკი (ჩეხეთი) 0:6
ტრუა (საფრანგეთი)-ვიტ ჯორჯია 6:0
ლეგია (პოლონეთი)-თბილისი 6:0

ქართული გუნდები ევროტურნირებზე (1993-2015)
ა გ თ მ ფ წ ბ
1. დინამო თბ 94 42 12 40 129-142
2. ტორპედო 26 8 5 13 35-46
3. ვიტ ჯორჯია 25 6 5 14 24-53
4. ზესტაფონი 24 7 6 11 35-30
5. ოლიმპი 20 6 4 8 22-25
6. დილა 16 6 2 8 13-14
7. დინამო ბთ 14 6 2 6 19-20
8. ლოკომოტივი 14 2 5 7 10-28
9. ჩიხურა 10 2 5 3 8-10
10. კოლხეთი 10 1 0 9 7-31
11. სიონი 8 2 0 6 6-15
12. ამერი 6 2 1 3 6-7
13. მერანი 91 4 2 0 2 8-5
14. თბილისი 4 2 0 2 5-8
15. მარგვეთი 2 1 0 1 3-4
16. გაგრა 2 1 0 1 2-3
17. ცხინვალი 2 0 1 1 2-4
18. სამტრედია 2 0 0 0 0-3

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული