შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც "სამტრედიას" მეტოქედ აზერბაიჯანული "გაბალა" ერგო. მატჩები 30 ივნისს და 7 ივლისს გაიმართება.
ევროტურნირების წილისყრა: შევცვალოთ ბალანსი, ავიღოთ რევანში!
შანსები
დღეს გავიგეთ მეტოქე და დავიწყეთ
მეტოქე
მართალია, "გაბალამ" შარშან ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა და გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ის გუნდი აღარაა - შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეცვლილია.ყველაფერი მაინც ნებაზეა დამოკიდებული - ვინც უფრო მეტს მოინდომებს და უფრო სწორ ანალიზს გააკეთებს, ის მოიგებს.
სათამაშო სტილი
რა თქმა უნდა - შემტევი! ჩემი აზრით და, ზოგადად, ის თამაში, რომელსაც მთელი სეზონის განმავლობაში ვაჩვენებდით, ვაწყობდით, ვალაგებდით და ვდგამდით, ახლა რომ შევცვალოთ, ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება და ეს წარუმატებლობას გამოიწვევს. ამიტომ "სამტრედიას" რაც შეუძლია და როგორც გამოსდის გამართული თამაში, იმასვე ითამაშებს. უბრალოდ, მეტოქეს უფრო მეტი კონცენტრაციითა და მაღალი კლასით უნდა ვაჯობოთ.
არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ: როგორი სტრატეგიითაც ვითამაშეთ საქართველოს ჩემპიონატში, ისევე ვითამაშებთ ნებისმიერ მეტოქესთან, მათ შორის, "გაბალასთანაც".
გუნდის შენება ახალი დაწყებულია და საბედნიეროდ, პირველივე წელი წარმატებული გამოდგა. დღეს ამ ეტაპზე რომ ვართ, ეს სწორი მუშაობის დამსახურებაა. მიზანი ნამდვილად არ არის წელსვე ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე სახის წარმატებაზე უარს ვიტყვით. ნებისმიერ მეტოქესთან მოედანზე მოსაგებად გავალთ.
რაც შეეხება გუნდის დაკომპლექტებას, ამ ეტაპზე ვინც არის გუნდში, ისინი დარჩებიან. ანუ ტრანსფერები ამოიწურა – აღარც წამსვლელია ვინმე და აღარც მომსვლელი.
რაც შეეხება გუნდის დაკომპლექტებას, ამ ეტაპზე ვინც არის გუნდში, ისინი დარჩებიან. ანუ ტრანსფერები ამოიწურა – აღარც წამსვლელია ვინმე და აღარც მომსვლელი.