ევროტურნირების წილისყრა: შევცვალოთ ბალანსი, ავიღოთ რევანში!
გია ცეცაძე: "გაბალასთანაც" ისე ვითამაშებთ, როგორც ჩემპიონატში ვთამაშობდით
დავით ჯიქია, "სამტრედიის" თავდამსხმელი:
"ჩემი აზრით, რთული მეტოქეა, რადგან ბოლო წლებში აზერბაიჯანული კლუბები გაძლიერდნენ და ურთიერთშეხვედრებში გვჯობიან... მაგრამ მიმაჩნია, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. ბრძოლა ყველა გუნდთან შეიძლება.
ჩვენ არავისთან არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. კარგია, რომ პირველი მატჩი გასვლაზეა. ეს უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ".
ბუდუ ზივზივაძე, "სამტრედიის" თავდამსხმელი:
"გაბალამ" წინა სეზონში უდიდესი გამოცდილება მიიღო, რადგან ევროპალიგის ჯგუფში მოხვდა და ისეთ გუნდებს ეთამაშა, როგორებიც არიან "დორტმუნდი", პაოკ-ი და "კრასნოდარი". ჩვენ კი, რამდენიმე ფეხბურთელის გარდა, უმთავრესად, გამოუცდელი მოთამაშეები გვყავს.
გია ცეცაძეს ამ ტურნირისთვის გუნდის მომზადების გამოცდილება "დილაში" მუშაობის დროიდან აქვს და ვფიქრობ, რომ ესეც შეგვიწყობს ხელს.
მიმაჩნია, რომ ფურცელზე ფავორიტი "გაბალაა", თუმცა მოედანზე მონდომება და სათამაშო დისციპლინა იმარჯვებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ "სამტრედია" და ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინოთ.
ბუნებრივია, გულშემატკივრის იმედი გვაქვს. მათ "სამტრედიის" ვიცე-ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანეს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"