"ჩიხურას" მეტოქე მოლდოვის 8-გზის ჩემპიონია. 2014/15 წლების სეზონში, ევროპალიგაზე, გუნდმა 3 ეტაპი დაძლია - მოუგო ალბანურ "შკენდიას", ბულგარეთის ცსკა-ს, ავსტრიულ "გრიოდიგს" და მხოლოდ პლეი ოფში დაყარა ფარ-ხმალი ბერძნულ პაოკ-თან ჭიდილში. ასე რომ, მეტოქე სერიოზულია.
"ზიმბრუს" მწვრთნელი 39 წლის რუმინელი ფლორიუს სტოიკანია. ის ამ პოსტზე მაისში
სტოიკანი ამბობს, რომ ჯგუფურ ეტაპზე გასვლას უმიზნებს:
"კვალიფიკაციის მომდევნო რაუნდში გასვლა ორივე გუნდს შეგვიძლია, რადგან თანაბარი შანსები გვაქვს. ახლა მეტოქის თამაში კარგად უნდა გავაანალიზოთ და ყველა დეტალს ყურადღება მივაქციოთ. დარწმუნებული ვარ, ქართველებიც იმავეს იზამენ.
საერთოდ, მინიმუმ, ორი ეტაპის გავლა და მეტიც, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა გვსურს. რაც შეეხება შემადგენლობას, დაკომპლექტება დავასრულეთ და ერთ ფეხბურთელს თუ დავიმატებთ...
გაგვიმართლა თუ არა წილისყრაში? ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი. ამჟამად აშკარა ფავორიტი არ არსებობს და თან ფავორიტებიც ყოველთვის ვერ იმარჯვებენ. შემდეგ ეტაპზე ის გუნდი გავა, რომელიც უფრო უკეთ მოემზადება", - განაცხადა სტოიკანმა "მოლდოვა ფუტბოლთან" კომენტარში.
ალექსანდრ ბელევსკი, "ზიმბრუს" მცველი:
"სიმართლე გითხრათ, "ჩიხურაზე" არაფერი მსმენია და ცნობილი კლუბიც არ არის, მაგრამ რადგან ევროპალიგაზე მოხვდა, კარგი გუნდი უნდა იყოს. მალე მეტოქის შესახებ მეტს შევიტყობთ.
ჩვენი მიზანი რაც შეიძლება შორს წასვლაა, ტოპ-კლუბებს რომ შევხვდეთ. მოლდოვის სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, "ზიმბრუ" პირველ თამაშს შინ ჩაატარებს. ბუნებრივია, ჯერ გასვლაზე თამაში აჯობებდა, მაგრამ არა მგონია, ეს ჩვენთვის პრობლემა იყოს. იმედია, გულშემატკივრების თანადგომით ყველაფერი კარგად იქნება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"