სუსტი, მაგრამ "შირაქზე" ძლიერი - "დილას" საევროთასო განაცხადი ცნობილია

AutoSharing Option
დიდი გაჭირვების მიუხედავად, გორის "დილა" ევროპალიგისთვის ემზადება. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე უჩა სოსიაშვილის გუნდის მეტოქე სომხური "შირაქი" იქნება.

"დილას" მწვრთნელმა საევროთასო განაცხადი უკვე ჩამოწერა. მართალია, გორელებმა ვერ შეინარჩუნეს ლიდერები (ოთარ მარცვლაძე, გუგა ფალავანდიშვილი, ირაკლი ძარია), მაგრამ ძველი კადრებიდან რამდენიმეს დატოვება მაინც მოხერხდა.

მოკლედ, "დილას" საევროთასო განაცხადი ასეთია:

1. გიორგი ბეგაშვილი; 22. გრიგოლ დოლიძე; 55. ნიკა ელიაური; 19. გიორგი ერისთავი; 80. ალექსანდრე გამცემლიძე; 21. თეიმურაზ ღონღაძე; 14. ლაშა ჯაფარიძე; 39. დავით კაპანაძე; 27. გივი ქარქუზაშვილი; 77. ირაკლი ქათამაძე; 17. თამაზ კიკაბიძე; 12.
გიორგი კურმაშვილი; 9. ლაშა კუჭუხიძე; 49. ალექსანდრე კვახაძე; 16. დავით კვირკველია; 2. ილია ლომიძე; 15. ირაკლი მოდებაძე; 30. მიხეილ მუჯრიშვილი; 11. ლევან ნონიკაშვილი; 7. ლუკა რაზმაძე; 92. ლევან საბაძე; 5. გიგა სამხარაძე; 8. ლევან შარიქაძე; 10. თენგიზ წიქარიძე.

როგორც ხედავთ, თუნდაც დასრულებულ სეზონთან შედარებით,  "დილას" შემადგენლობა მნიშვნელოვნადაა შეცვლილი. და მაინც, გუნდში არიან გამოცდილი ფეხბურთელები, რომელთაც აშკარად შეუძლიათ "შირაქის" გავლა - დავით კვირკველია, ლუკა რაზმაძე, ირაკლი მოდებაძე, გრიგოლ დოლიძე, ლექსო კვახაძე და სხვები.

შეგახსენებთ, რომ "დილა" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 30 ივნისს, მშობლიურ "თენგიზ ბურჯანაძეზე" გამართავს. მატჩი 18 საათზე დაიწყება. ბილეთები 28 ივნისიდან გორის თეატრის სალაროებში გაიყიდება. თამაშზე დასწრების მსურველ გულშემატკივარს 3, 5 ან 10 ლარის გადახდა მოუწევს.

იმედია, "თენგიზ ბურჯანაძე" ბოლომდე შეივსება და "დილა" ქომაგის მხურვალე მხარდაჭერით სასურველ შედეგს მიაღწევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
რომელი საუკუნეა რა აზრი აქვს, წესრიგი ყველგან და ყველა დროში წესრიგია. 49 და 92 ნომრიანი მაისურის ჩაცმა თუ ძალღონეს შემატებს კი ბატონო ეცვას :) რაც შეეხება იმის შესახებ დავას თუ რომელი მთავრობა რამდენით ეხმარბოდა ბიუჯეტიდან გორის დილას, მაგის ნახვა არა ძნელი, მოიკითხეთ ადმინისტრაციაში და ნახავთ რომ არცთუ მცირე თანხას ხარჯავენ ყოველ წელიწადს და მთავრობა დღესაც ხელს უწყობს და ეხმარება ყველანაირად.
Eric cantona
24 ივნისი 2016 10:26
0
როგორმე უნდა მოახერხონ და კერძო ინვესტორი მოიყვანონ გუნდში,საერთოდ ასე მიმაჩნია შწორად ვინც სპორტში ფულს ჩადებს იმას გადასახადებზე შეღავათები უნდა დაუწესდეს, ასე უფრო მიმზიდველი იქნება ბიზნესთვის სპორტში ფულის ჩადება.სხვანაირად ქართულ ფეხბურთს ძალიან გაუჭირდება.
bebeto
23 ივნისი 2016 16:23
0
მე არც ნაცი ვარ არც ქოცი ერთის და მეორესაც და ვინც მაგათთან გამაიგივებს კიდევ იმისიც. დილას გულშემატკივარი ვარ და გული მტკივა რომ დაშალეს გუნდი და ეხლა კიდევ იმის მაგივრად რომ ხელი შეუწყონ ინვესტორს კონტროლი მოინდომეს და გაყარეს. არ უნდა შეუშვა სტადიონზე ვინც ხელს უშლის გორის დილას ნეცი იქნება თუ ქოცი
ფკ
23 ივნისი 2016 14:19
0
ვაა ეს ნაციონალები აქაც არ გვანებებენ თავს? წინა ხელისუფლება ფეხბურთს ახმარდა ფულსო, ამას რა გონია, რომ მეხსიერება გვღალატობს ან არ გვაქვს? დომენტას რო კაცი გაამართლებს ან უმცროს ახალკაცის დროს რომ სასტავი იჯდა, იმათ. შენ თუ ქეცბაიას რომ ფულს უხდიდნენ და იქედან ატკატს იღებდნენ, იმას თვლი ფეხბურთის განვითარებად, ყოჩაღ.
ისე ეხლა რომ ან გამგებელმა, ან გუბერნატორმა ფული დაახარჯონ დილას, ისეთ ამბავს ატეხავს ოპოზოცია და ოქრუაშვილი რომ დედა შვილას არ აიყვანს ხელში. ე მაგათთან ხართ შეკრული კახიც და ფკ-ც. იქნებ ხალხი ააბუნტოთ თორე ფეხბურთი არც გაინტერესებთ.
afera
23 ივნისი 2016 13:54
0
miuxedavad gajirvebisa, mainc darwmunebuli var dila kvlav gaaxarebs tavis komags. Warmatebebi ucha sosiashvils da mis bijebs! Mjeravs kvlav gatendeba gorshi 13 maisi!
goreli
23 ივნისი 2016 13:34
0
მოდით ხალხო ასე მოვიქცეთ, თამაშის დღეს არცერთი მთავრობის წარმომადგენელი არ შევუშვათ სტადიონზე საყურებლად, განსაკუთრებით გაზულუქებულები რომ ზიან ხოლმე ლოჟაში
ფკ
23 ივნისი 2016 13:13
0
მაგარი ღადაობა თქვი ბიძაჩემო, რა 1-23მდე ნომრები, რომელ კლუბში ნახე ბოლოს მასე თუ გასული საუკუნის 80იან წლებს არ თვლი? .
სპონსორზე საეჭვოდ გაჩუმდნენ გორელები, ან თავიდანვე ტყუილი იყო, ანაც გააქციეს ეტყობა ებრაელები
ერიკ კანტონას
23 ივნისი 2016 11:23
0
ადრე წინა მათავრობა დილას რო ეხმარებოდა თქვენ და თქვენი წინა ოპოზიციონერები და დღევანდელი მთავრობა სულ ადანაუშავლებდა რო დილას აძლიერებსო, ამით კი ქაქრთულ ეროვნულ საქმეს ანგრევდით. იმის მაგივრად რომ სხვა გუბერნატორებს თუ შეძლებულ ადამიანებსა სხვა გუნდები გაეძლიერებინათ. მაგრამ ქართული ბოღმა და მოღალატეობა არ გაძლებდათ სიკეთის დანახვის სასუალებას. სულ გაიძახოდით ერთი წლიანი გუნდები აღარ იქნებაო და ხალხს ატყუებდით როგორც ეს მთავრობა ატყუებს.წინა მთავრობა ძაანდიდ ფულს ახმარდა ფეხბურთს. დღეს ეს მთავრობა ვითომც ეხმარება არადა თავის ხალხს მოპარვის საშვალებას აძლევს.მოკლედ თქვენ ტიპიური მოღალატეები ხართ როგორც თქვენი მამა მარჩენალი ბიძინა ივანკოვი
kaxi
23 ივნისი 2016 11:13
0
წარმატებები ბიჭებო!
jango
23 ივნისი 2016 11:12
0
გორის დილა ყოველ ახალ სეზონს გაჭირვებული ხვდება. სულ მუდამ წუწუნში არიან მართლა მოსაბეზრებელი გახდა გამუდმებით ფულზე საუბარი, თუ თამაშობთ ითამაშეთ . ისე ამ ქვეყანაში ყველას გვიჭირს ცხოვრება მაგრამ ყოველდღე ხომარ ვიტირებთ.
kaxa
23 ივნისი 2016 10:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული