სუსტი, მაგრამ "შირაქზე" ძლიერი - "დილას" საევროთასო განაცხადი ცნობილია

AutoSharing Option
დიდი გაჭირვების მიუხედავად, გორის "დილა" ევროპალიგისთვის ემზადება. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე უჩა სოსიაშვილის გუნდის მეტოქე სომხური "შირაქი" იქნება.

"დილას" მწვრთნელმა საევროთასო განაცხადი უკვე ჩამოწერა. მართალია, გორელებმა ვერ შეინარჩუნეს ლიდერები (ოთარ მარცვლაძე, გუგა ფალავანდიშვილი, ირაკლი ძარია), მაგრამ ძველი კადრებიდან რამდენიმეს დატოვება მაინც მოხერხდა.

მოკლედ, "დილას" საევროთასო განაცხადი ასეთია:

1. გიორგი ბეგაშვილი; 22. გრიგოლ დოლიძე; 55. ნიკა ელიაური; 19. გიორგი ერისთავი; 80. ალექსანდრე გამცემლიძე; 21. თეიმურაზ ღონღაძე; 14. ლაშა ჯაფარიძე; 39. დავით კაპანაძე; 27. გივი ქარქუზაშვილი; 77. ირაკლი ქათამაძე; 17. თამაზ კიკაბიძე; 12.
გიორგი კურმაშვილი; 9. ლაშა კუჭუხიძე; 49. ალექსანდრე კვახაძე; 16. დავით კვირკველია; 2. ილია ლომიძე; 15. ირაკლი მოდებაძე; 30. მიხეილ მუჯრიშვილი; 11. ლევან ნონიკაშვილი; 7. ლუკა რაზმაძე; 92. ლევან საბაძე; 5. გიგა სამხარაძე; 8. ლევან შარიქაძე; 10. თენგიზ წიქარიძე.

როგორც ხედავთ, თუნდაც დასრულებულ სეზონთან შედარებით,  "დილას" შემადგენლობა მნიშვნელოვნადაა შეცვლილი. და მაინც, გუნდში არიან გამოცდილი ფეხბურთელები, რომელთაც აშკარად შეუძლიათ "შირაქის" გავლა - დავით კვირკველია, ლუკა რაზმაძე, ირაკლი მოდებაძე, გრიგოლ დოლიძე, ლექსო კვახაძე და სხვები.

შეგახსენებთ, რომ "დილა" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 30 ივნისს, მშობლიურ "თენგიზ ბურჯანაძეზე" გამართავს. მატჩი 18 საათზე დაიწყება. ბილეთები 28 ივნისიდან გორის თეატრის სალაროებში გაიყიდება. თამაშზე დასწრების მსურველ გულშემატკივარს 3, 5 ან 10 ლარის გადახდა მოუწევს.

იმედია, "თენგიზ ბურჯანაძე" ბოლომდე შეივსება და "დილა" ქომაგის მხურვალე მხარდაჭერით სასურველ შედეგს მიაღწევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
რომელი საუკუნეა რა აზრი აქვს, წესრიგი ყველგან და ყველა დროში წესრიგია. 49 და 92 ნომრიანი მაისურის ჩაცმა თუ ძალღონეს შემატებს კი ბატონო ეცვას :) რაც შეეხება იმის შესახებ დავას თუ რომელი მთავრობა რამდენით ეხმარბოდა ბიუჯეტიდან გორის დილას, მაგის ნახვა არა ძნელი, მოიკითხეთ ადმინისტრაციაში და ნახავთ რომ არცთუ მცირე თანხას ხარჯავენ ყოველ წელიწადს და მთავრობა დღესაც ხელს უწყობს და ეხმარება ყველანაირად.
Eric cantona
10:26 24-06-2016
0
როგორმე უნდა მოახერხონ და კერძო ინვესტორი მოიყვანონ გუნდში,საერთოდ ასე მიმაჩნია შწორად ვინც სპორტში ფულს ჩადებს იმას გადასახადებზე შეღავათები უნდა დაუწესდეს, ასე უფრო მიმზიდველი იქნება ბიზნესთვის სპორტში ფულის ჩადება.სხვანაირად ქართულ ფეხბურთს ძალიან გაუჭირდება.
bebeto
16:23 23-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული