შეხვედრა ზოგად სახეს ატარებდა, ამიტომ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა არა ერთ კონკრეტულ, არამედ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს.
შეხვედრა მძლეოსნობის სტადიონზე საუბრით დაიწყო, რომელიც ცოტა ხნის წინ სფფ-ს გადაეცა. ამაზე ლევან კობიაშვილმა ისაუბრა.
სფფ: თბილისს ახალი საფეხბურთო მოედანი შეემატება
"დასრულდა სეზონი, ნაკრებმა ციკლი დაამთავრა, ვიწყებთ
დავიწყებ მძლეოსნობის სტადიონით. სამწუხაროდ, მედიაში ამ ამბავთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ფეხბურთის ფედერაციას არ დაუმალავს არაფერი და არც არაფერს დამალავს, ამის გარანტი მე ვარ.
ვერცერთ დოკუმენტს ვერ მოგვიტანთ, რომლის მიხედვითაც, სფფ აშშ-ის საელჩოსთან მდებარე სტადიონის გადაცემას აპირებს "საბურთალოსთვის". სფფ ერთადერთია, რომელმაც გამოთქვა სურვილი იმ სტადიონზე ინვესტიციის განხორციელების და ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებლობა აიღო. ამას გამოვიყენებთ ევროპის ჩემპიონატისთვის, ასაკობრივი ნაკრებებისა და ეროვნული ჩემპიონატისთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ფედერაცია არცერთ გუნდს არ გადასცემს მას.
ნურც იმას იფიქრებთ, რომ მძლეოსნობის ფედერაციასთან დაპირისპირება გვქონდეს. მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს მათთან - ერთმანეთს დავეხმარებით ზუსტად ისე, როგორც ჩვენ და რაგბის ფედერაცია ვეხმარებით ერთმანეთს სტადიონებით", - განაცხადა კობიაშვილმა.