დილა-შირაქის მატჩის ბილეთების ფასი 3, 5 და 10 ლარია

AutoSharing Option
გორის "დილასა" და გიუმრის "შირაქის" ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო მატჩის ბილეთების გაყიდვა 28 ივნისიდან დაიწყება.

ბილეთები ქალაქ გორში თეატრის სალაროებში გაიყიდება. ბილეთის ფასი 3, 5 და 10 ლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი მატჩი გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 30 ივნიის 18:00 საათზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

დილა-შირაქის მატჩს უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი მსაჯი ანატოლი ჟაბჩენკო იქნება, მას დაეხმარებიან: იგორ ალოხინი და ანდრიი სკრიპკა, მეოთხე მსაჯი კი მიკოლა ბალაკინი იქნება.

მატჩის დელეგატი ეროვნებით
ბელარუსი იაენ ტრატსიკი იქნება, მსაჯთა დამკვირვებელი კი თურქი კუდუსი მუფტუოგლუ.

მომზადებულია fcdila.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
მერია დღეს არაფერ შუაში აღარაა, მხოლოდ ერთიანი ფონდი იძლევა თანხას. მერიას ძალიანაც რომ უნდოდეს, უფლება აღარ აქვს კლუბს რამე მისცეს.
Ttt-ს
27 ივნისი 2016 09:01
0
ყველაზე ცუდი ის არის რომ არც კლუბის ხელმძღვანელობა, არც მერუა კომენტარს არ აკეთებენ საერთოდ, თუ გადაცემული აქვთ ფული თქვან რომ ჩვენ უკვე მივეცით ფული, ან კლუბის ხელმძღვანელი გამოვიდეს და თქვას რომ ჩვენ მოგვცეს ფული და შევჭამეთ უკვე, ზოგი მოვტეხეთ და მერია აღარაფერ შუაშია, ან თქვან რომ მერია არ გვაძლევს და ხალხი გადაწყვეტს როგორ იფიქროს და ან ერთს აგარ შეაგინებენ ან მეორეს
Ttt
26 ივნისი 2016 22:43
0
დიმიტრი-ს ძირითადში დავეთანხმები, გარდა ბოლო დასკვნებისა. რეკლამაში ფულს იმიტომ იხდიან, რომ მაყურებელი ყავს რაღაც რაოდენობის და ისიც მსყიდველუნარიანი. როცა კლუბს 2-3 ათას გულშემატკივარზე მეტი არ ყავს და ისიც ჯიბეგამოფხეკილი, რეკლამაში ფულს არავინ გადაიხდის. სწორედ ამის ჩასანაცვლებლად იყო საჭირო სახელმწიფო პროგრამა. ის, რომ ის საჭიროა, ფედერაციამ იცის. სწორ ახსნას ვერ აკეთებს და ზედმეტ კონტროლის მექანიზმებს იგონებს. თუ იმას მიხვდებიან, რომ ეს ფული მაყურებლის ფულის ჩასანაცვლებლად ეძლევა კლუბებს, იმასაც მიხვდებიან, რა დონის კონტროლია მანდ საჭირო და საერთოდ საჭიროა თუ არა ის.
kote
26 ივნისი 2016 20:29
0
სიმართლეა ის რომ ფეხბურთის არც რესურსი გვაქვს, არც სათანადო გულშემატკივარი. რა ფულიც არ უნდა ჩადოს სახელმწიფომ თუ გულშემატკივრის ფული რო არ ემატება უძირო ორმოში ფულის გადაყრას გავს. ურესურსოდ კი არ გვეყოლება არც ექიმები და არც ფიზ. მომზადების მწვრთნელები გვყავს, და არც კონკურენციაა ჩემპიონატში. უკონკურენციოდ, უექიმოდ, უმწვრთნელოდ კი ვერც ახალგაზრდა ფეხბურთელები იზრდებიან. საქართველოში გაზრდილი ბოლო ფეხბურთელი ქეცბაიაა. იმის მერე ყველა უცხოეთში განვითარდა არველაძეების ჩათვლით. გულშემატკივარი კი მინიმუმ ბელგიის დონეს ითხოვს, ისე რო გაღება არაფრის უნდა. კიდეც რო უნდოდეს ბილეთში 5 ლარის გადახდაც არ შეუძლია. მაშინ როცა იმავე ბელგიაში 100 ევრო მაინც ღირს ბილეთი და რეკლამითაც შესდით ფული. შესაბამისად ჩაკეტილი წრეა. შესაბამისად პერსპექტივა ნოლია. ეს ფედერაციაში ძალიან კარგად იციან, მაგრამ რო აღიარონ ფულს არავინ მისცემთ და საჭმელიც მოაკლდებათ. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ტყუილად ფულის გადაყრა არ გვინდა. არ არის საჭირო უპერსპექტივო რამის დაფინანსება.
დიმიტრი
26 ივნისი 2016 20:06
0
ადმინ მე გამოვავლინე ეს ფსდ არის პროვოკატორი. რატომ არ დაბეჭდეთ ჩემი წერილი?
fcd-s
26 ივნისი 2016 19:28
0
18 საათი სიცხეა? პარტიზანთან იყო 4 საათზე და თუ ეგრე ძალიან ისიცხები ნუ მოხვალ სტადიონზე ნამდვილი ფანები გვჭირდება და არა მზესუმზირაჭამია მაგინებელი ვაშლები
dila-ს
26 ივნისი 2016 16:08
0
ჯერ ადრეა ბილეთების გაყიდვა სამტრედია გაბალას პირველი თამაში ბაქოშია
გაგა
26 ივნისი 2016 15:48
0
ეე ისევ 35 გრადუსის ქვეშ უნდა გვაყურებინოოთ??? რა უბედურებაა ჩაატარეთ რა მაშინ თბილისში და თამაში იყოს 9 საათზე რაა,შრშან გავრისკე და წავედი პარტიზანის თამაშზე მარა წელს აგარ მგონია და კიდე ბევრი იფიქრებს იგივენაირად.
dila
26 ივნისი 2016 14:29
0
სამტრედია გაბალას ბილეთები სად გაიყიდება ზესტაფონში თუ სამტრედიასი სრულ გაურკვევლობაში ვართ
tato
26 ივნისი 2016 14:24
0
სამტრედია გაბალას ბილეთები სად გაიყიდება ზესტაფონში თუ სამტრედიასი სრულ გაურკვევლობაში ვართ
tato
26 ივნისი 2016 14:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული