დილა-შირაქის მატჩის ბილეთების ფასი 3, 5 და 10 ლარია

AutoSharing Option
გორის "დილასა" და გიუმრის "შირაქის" ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო მატჩის ბილეთების გაყიდვა 28 ივნისიდან დაიწყება.

ბილეთები ქალაქ გორში თეატრის სალაროებში გაიყიდება. ბილეთის ფასი 3, 5 და 10 ლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი მატჩი გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 30 ივნიის 18:00 საათზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

დილა-შირაქის მატჩს უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი მსაჯი ანატოლი ჟაბჩენკო იქნება, მას დაეხმარებიან: იგორ ალოხინი და ანდრიი სკრიპკა, მეოთხე მსაჯი კი მიკოლა ბალაკინი იქნება.

მატჩის დელეგატი ეროვნებით
ბელარუსი იაენ ტრატსიკი იქნება, მსაჯთა დამკვირვებელი კი თურქი კუდუსი მუფტუოგლუ.

მომზადებულია fcdila.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
ყველაზე ცუდი ის არის რომ არც კლუბის ხელმძღვანელობა, არც მერუა კომენტარს არ აკეთებენ საერთოდ, თუ გადაცემული აქვთ ფული თქვან რომ ჩვენ უკვე მივეცით ფული, ან კლუბის ხელმძღვანელი გამოვიდეს და თქვას რომ ჩვენ მოგვცეს ფული და შევჭამეთ უკვე, ზოგი მოვტეხეთ და მერია აღარაფერ შუაშია, ან თქვან რომ მერია არ გვაძლევს და ხალხი გადაწყვეტს როგორ იფიქროს და ან ერთს აგარ შეაგინებენ ან მეორეს
0
მერია დღეს არაფერ შუაში აღარაა, მხოლოდ ერთიანი ფონდი იძლევა თანხას. მერიას ძალიანაც რომ უნდოდეს, უფლება აღარ აქვს კლუბს რამე მისცეს.
Ttt-ს
09:01 27-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული