21:16 26-06-2016
თბილისის "დინამომ" შეკრებაზე "ლუდოგორეცთან" წააგო [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრა ბულგარელების გამარჯვებით ანგარიშით 3:0 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ პირველ სპარინგ მატჩში "დინამო" "ლეგიას" (1:1) დაუზავდა.
გუნდებმა მატჩი ასეთი შემადგენლეობით დაიწყეს.
დინამო: სკრიბე, ლობჟანიძე (C), რენე, ჭელიძე, შპიჩიჩი, ცინცაძე, პარუნაშვილი, ჯიღაური, კურიე, კიტეიშვილი, გელაშვილი
ლუდოგორეცი: ბორჯანი, სისინიუ, პლასტუნი, მოტი, მინევი, საშა, დიაკოვი (C), ლუკოკი, ვანდერსონი, მარსელინიუ, კაფუ
მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გეგუჩაძემ დიდი წვალებით გუნდი გუნდს დაამგვანა და როცა შედეგი უნდა მიგვეღო, გააქანეს და ასაკობრივ ნაკრებში გადაიყვანეს. თქვე კაი ხალხო, თუ ამას აპირებდით, სად იყავით, როცა ეს კაცი უმუშევარი დადიოდა; რა, მაშინ გეძინათ?! მოკლედ არ ვიცი, ან ბ-ნ ფიფიას ფული გადასაყრელად აქვს გადადებული, ან ნამეტანი მიამიტია და "მამაძაღლები" აგოიმებენ;.......(?)
0
0
აქ ლაპარაკი არ არის მხოლოდ წაგებაზე... ეს საკონტროლო მატჩი იყო და შეიძლება მოეგოთ კიდეც; აქ ლაპარაკია თამაშის ხარისხზე და საერთო ოსტატობაზე. აი აქ რის თქმა შეუძლიათ შტაბში, ანუ, იქ, ზევით. რაც ეს კაცი მოვიდა გუნდში, ერთი ნორმალური თამაში ვერ ვნახე. სულ მინდა პოზიტივი დავინახო, მაგრამ არ დაგვადგა საშველი.
0
0
ჯერ კიდევ როდის ვამბობდი მე და კიდე ბევრი სხვაც, რომ ეს კაცი, (იურაიბეკი, თუ რაც ჰქვია.) არ იყო იმ დონის სპეციალისტი, "დინამოს" რომ იკუთვნის; მაგრამ ისე არის ჩაციკლული გუნდის ხელმძღვანელიბა, რომ არაფრის გაგონება არ უნდათ.(?!)
0
0
ვერ გაიგო ფიფიამ ბავშვთა ფეხბურთში კარგი მწვრთნელები აიყვანოს, გუბაზ დოლიძე ახარავის ახსოვს, დევდარიანი, რა გჩირთ,ნაცნობობით არაფერი გამოგივა, ნუ უცჰერეფთ ყველას
0
0
რა დონის ლეგიონერებიც იყიდეს,იმ დონის ფეხბურთს თამაშობენ...სოფლის გუნდია დინამო...
0
0
ამის მეტი თუ არ არის დინამო აღარ ყოფილა საშველი.როდის უნდა ჩამოყალიბდეს გუნდი,რამდენი წელი სჭირდება კიდევ,რომელმა ახალმა ლეგიონერმა გაგვაკვირვა თავისი ოსტატობით ან მწვრთნელის ჭკუა და განსწავლულობა სად ჩანს? ფიფიაც მეცოდება,რაში ყრის ფულებს,არ ეტყობა მიამიტობა მაგრამ ...
0
0
აბა რა გეგონათ?
0
0
წააგო მოკრძალებული ნათქვამია განადგურდა უფრო მიესადაგება
0
0
საქართველოს ჩემპიონატის, თუ ამას ჰქვია ჩემპიონატი, დაღმასვლა გრძელდება.დღევანდელი თბ." დინამო" დონით ალბათ 70 - ანი საბჭოთა კავშირის "ბ" კლასის გუნდის დონეზეა.ამ გუნდებით ვაპირებთ ევროპაზე გასვლას?
0
0
მეკარეებმა საშინელებები ატარეს.გუნდმაც დიდი ვერაფერი გააკეთა, მაგრამ მეკარეებმა ბავშვური გოლები გაუშვეს.
0
0
< წინა123შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
მკითხველის კომენტარი (27)
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული